x
image
K.P.
"ჩემი ცოლის დაქალები" კატოსა და ლიკუნას გარეშე დარჩა?!

imageსერიალი "ჩემი ცოლის დაქალები" უკვე რამდენიმე წელია ყველაზე რეიტინგულ გადაცემად ითვლება. სერილმა ბევრ ცვლილებასა თუ სკანდალს გაუძლო, ძველმა პერსონაჟებმა ტრანსფორმაციაც განიცადეს, ახლებმა კი მაყურებელს თავი შეაყვარეს. პირველი და ალბათ, ყველაზე დიდი სკანდალი მსახიობ ნინო გაჩეჩილაძის გარშემო მოხდა, როდესაც სერიალი კატოს გარეშე დარჩა. ახალი კატო, კი მსახიობი ლელა მებურიშვილი გახდა, რომელმაც მაყურებელს თავი მალევე შეაყვარა. სერიალს ეტაპობრივად ტოვებენ მსახიობები, ზოგი პროდიუსერის გადაწყვეტილების, ზოგი კი პირადი მიზეზების გამო.image

ვიხილავთ თუ არა ლელა მებურიშვილსა და ეკა ამირეჯიბს ახალი სეზონიდან სერიალში ჯერ უცნობია. ამ ყველაფრის მიზეზად კი ქალბატონების ტელეკომპანია "იმედში" დასაქმება სახელდება. ეკა ამირეჯიბი "დღის შოუს" მუდმივი წამყვანია, ლელა მებურიშვილი კი ერთ-ერთ რუბრიკას, "მშობელთა კრებას" უძღვება. "ფაქტი თავისთავად სასიამოვნო არ არის. კონკურენტ არხზე გადასვლა არ არის კარგი "რუსთავი 2"-ის თანამშრომლებისთვის. ეს საკითხი ჯერ განხილვის პროცესშია"-განაცხადა სერიალის ერთ-ერთმა პროდიუსერმა მიშა მშვილდაძემ.

"ჩემი ცოლის დაქალების" ოფიციალურ გვერდზე უკვე რამდენიმე დღეა ვრცელდება ინფორმაცია კასტინგის შესახებ. ეძებენ და ელიან ყველას, პროფესიით მსახიობებსაც და მოყვარულებსაც. როგორც ჩანს ახალი სეზონი ბევრი სიახლით დაბრუნდება ტელეეკრანებზე. "კასტინგი კონკრეტულ პერსონაჟზე­ არ გვაქვს. ყოველ სეზონზე ვაახლებთ ბაზას. სეზონის განმავლობაში უამრავი ადამიანი გვჭირდება, ამიტომ წინასწარ ვაკეთებთ ბაზას, რომ მუშაობის პროცესში არ დავიწყოთ მათი ძებნა"-განმარტავს სერიალის პროდიუსერი ირაკლი საღინაძე.image

0
985
4-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
985
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0