x
image
K.P.
ნანუკა ჟორჟოლიანი ქმარს დაშორდა: "ჩვენ ერთმანეთის ცხოვრებაში აღარ ვართ"

image
ქართული შოუბიზნესის წარმომადგენელი და ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი ყველასათვის ცნობადი სახეა. ის დაქორწინებული გხლდათ ირაკლი კოდუაზე. წყვილმა ერთმანეთი ჯერ კიდევ მაშინ გაიცნო, როდესაც ირაკლის ოჯახი ჰყავდა. ამ ფაქტს ნანუკა არ უარყოფს, მაგრამ ამტკიცებს, რომ ოჯახის დანგრევის მიზეზი თავად არ ყოფილა. ირაკლი დიდხანს ყოყმანობდა მიეტოვებინა თუ არა შვილები და მეუღლე, რამდენჯერმე მან ნანუკაც კი მიატოვა, რათა კიდევ ერთხელ ეცადა ძველი ურთიერთობების შენარჩუნება. ასეა თუ ისე დღეს ჟურნალისტის მეორე ნახევარი ყოფილი სოდ-ის უფროსი და დღეს უკვე რამდენიმე საქმეზე ბრალდებული ირაკლი კოდუა გახლავთ. ალბათ არ იცოდით, რომ წყვილის კავშირი ფორმალურია, ისინი ოფიციალურად დაქორწინებულნი ჯერ არ არიან. უკვე დაახლოებით 9 წელია, რაც ურთიერთობა აქვთ, ამ მოულოდნელმა განშორებამ, კი მათ ურთიერთობას მრავალფეროვნება და რომანტიკა შემატა. (შეგახსენებთ, რომ ირაკლი კოდუამ საქართველო "ნაციონალური მოძრაობის" ოპოზიციაში გადასვლის შემდგომ დატოვა.)image

სულ ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად წყვილი დაშორდა და მეგობრებად დარჩნენ. "როგორც ცოლ-ქმარი, მე და ირაკლი ერთმანეთს დავშორდით, მაგრამ არც გუშინ და არც გუშინწინ, დაახლოებით 6 თვის წინ. ეს ამბავი ირაკლის და ჩემს მტერს დიდად ნუ გაუხარდებათ, რადგან ყოველთვის იქ ვიქნები, სადაც ირაკლის ექნება პრობლემა და იმაზე უფრო ადრე, ვიდრე ეს მტრებს წარმოუდგენიათ. ჩვენ ძალიან ახლო მეგობრებად დავრჩით. მე ვიქნები მისი პრობლემების გვერდით, როგორც მისი მეგობარი. ირაკლისთან უმაგრესი წლები, წამები მაკავშირებს, უბრალოდ ჩვენ ერთმანეთის ცხოვრებაში აღარ ვართ, როგორც ქალი და მამაკაცი, თორემ როგორც ადამიანები, ერთმანეთის ცხოვრებაში დავრჩით. ორივემ აღმოვაჩინეთ, რომ ერთმანეთისთვის ძმაკაცები ვართ"-განაცხადა ჟორჟოლიანმა ერთ-ერთ სააგენტოსთან სუბრისას.imageimage

0
351
5-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
351
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0