საზოგადოება ჟურნალისტის გულახდილი აღიარება-ნანუკა ჟორჟოლიანი ქმარს დაშორდა. 2015, 23 სექტემბერი, 11:51 სოციალურ ქსელებში ყველაზე პოპულარული, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ჟურნალისტი და საავტორო გადაცემის "ნანუკას შოუს" წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი ყოველთვის ყურადღების ცენტრშია. ნანუკა ორჯერ იყო გათხოვილი. პირველი უიღბლო ქორწინებიდან ყავს 18 წლის შვილი, მარიამ გეგუჩაძე, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში, Bard College-ის სტუდენტია. ნანუკა ძალიან პატარა, 16 წლის იყო, როდესაც პირველად გათხოვდა და 18 წლის ასაკში უკვე ჰყავდა მარიამი. მეორედ კი უკვე ზრდასრულ ასაკში დაქორწინდა და კარგად აცნობიერებდა ამ ნაბიჯს. მისი მეუღლე სოდ-ის ყოფილი უფროსი ერეკლე კოდუა იყო, რომელთანაც ნანუკას ყავს ვაჟი, საბა. საბა წელს პირველად წავიდა სკოლაში. ერეკლე კოდუასთვისაც ეს მეორე ოჯახია, პირველ ცოლთან კოდუას 4 შვილი ჰყავს და როგორც ამბობდნენ, ნანუკა იყო მისი პირველი ოჯახის დანგრევის მიზეზი. ახლა უკვე ქართული მედიასივრცე ავრცელებს ნანუკა ჟორჟოლიანის ინტერვიუს ჟურნალ "სარკესთან", სადაც ჟურნალისტმა გულწრფელად აღიარა, რომ იგი მეორე მეუღლეს, ერეკლე კოდუას უკვე 6 თვეა რაც დაშორდა და მიუხედავად იმისა, რომ ისინი ერთად აღარ არიან როგორც ქალი და მამაკაცი, მათი მეგობრობა მაინც უცვლელი დარჩა, ისევ ისეთი ახლო მეგობრები არიან როგორც აქამდე იყვნენ და თავის მტრებს მოუწოდებს, რომ ძალიანაც ნუ გაუხარდებათ და ნუ გაიღიმებენ, რადგან ნანუკა ყოველთვის იქნება ირაკლის გვერდით: " ჩვენ ერთმანეთის ცხოვრებაში აღარ ვართ, როგორც ქალი და მამაკაცი, თორემ როგორც ადამიანები, ერთმანეთის ცხოვრებაში დავრჩით." როგორც იცით, ნანუკა ჟორჟოლიანი დიდი ხნის განმავლობაში ებრძოდა ზედმეტ კილოგრამებს და ახლა იგი შესანიშნავ ფორმაშია. როგორც ჩანს, მხოლოდ დიეტის წყალობით არ მოხდა მისი ფორმაში ჩადგომა... მან შეძლო, რომ მთელი ექვსი თვის განმავლობაში კარგად შეენიღბა თავისი პირადი ცხოვრება, ვერავინ ვერ ატყობდა, რომ ნანუკას რაიმე პირადი პრობლემა ჰქონდა. თუმცა მის გარეგნობას ძალიან მოუხდა დაშორება-"ზოგი ჭირი მარგებელიაო"(ეს ისე ხუმრობით)... 1712 2-ს მოსწონს
|