x
image
natia.a
6 ჯადოსნური ადგილი ჩვენს სხეულზე, სადაც სუნამო უნდა დავიტანოთ
image



სუნამო - ეს თქვენი სავიზიტო ბარათია და იმისათვის, რომ თქვენს სურნელს ცნობდნენ, სათანადო სუნამოს შერჩევის გარდა, აუცილებელია მისი სწორად დატანაც იცოდეთ. აღმოჩნდა, რომ მაჯის გარდა არსებობს სხვა ადგილებიც ადამიანის სხეულზე, რომლებზე დატანის შემთხვევაში თქვენი სუნამო მეტ ხანს აფრქვევს სურნელს. ქვემოთ სწორედ ამ 6 "ჯადოსნური" ადგილის შესახებ ვისაუბრებთ.

1. თმა

image

პარფიუმერული მარკის, Byredo-ს დამფუძნებელი, ბენ გორე გვარწმუნებს, რომ თმა გაცილებით მეტხანს ინარჩუნებს არომატს, ვიდრე კანი. მაგრამ თმაზე სუნამოს დატანისას სიფრთხლის გამოჩენაა საჭირო, რადგან მასში შემავალმა სპირტმა შესაძლოა თმა დააზიანოს. შესაძლოა სუნამო დააპკუროთ სავარცხელზე და მისი საშუალებით დაიტანოთ თმაზე.

2. ყურის ძირები

image

ეს ადგილი სუნამოს დასატანად ნაკლებად პოპულარულად ითვლება, ვიდრე მაჯა. არადა სინამდვილეში ეს ერთ-ერთი ყველაზე ხელსაყრელი ადგილია, რადგან აქ ვენები კანთან ყველაზე ახლოს გადის და იდეალური პირობა იქმნება არომატის გასაფრქვევად.

3. კისრის უკან

image

პარფიუმერიის ექსპერტი, ჩენდლერ ბური ამტკიცებს, რომ ამ ადგილზე დატანილი არომატი გარდა იმისა, რომ დიდხანს ნარჩუნდება, არც თავს მოაბეზრებს გარშემომყოფებს.

4. იდაყვის შიდა ზედაპირი
ეს ადგილიც ისეთივე ეფექტურია სუნამოს დასატანად, როგორც მაჯა.

5. მუხლის უკანა ზედაპირი
ეს სუნამოს დატანისთვის საუკეთესო ადგილია. არომატი მაღლა ავა და მთელ სხეულს მოედება.

6. ჭიპი


image

მსახიობი ლივ ტაილერი ყვება, რომ მამამისი, სტივენ ტაილერი პარფიუმს ყოველთვის ჭიპზე ისხამს. ამ ადგილზე ტემპერატურა ყოველთვის ცოტათი მეტია და ამის გამო არომატი უკეთ იშლება.

0
1787
12-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
1787
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0