სხვა 15 ზეციური ქვეყანა, სადაც ცხოვრება ძალიან იაფია 2015, 22 სექტემბერი, 20:31 წარმოგიდგენთ 15 ზეციურ ადგილს, რომლებიც თავის არსებობითა და მდებარეობით მართლაც ულამაზესი და ზღაპრულია.
ინდონეზია ინდონეზიაში შეგიძლიათ ძალიან იაფად იცხოვროთ, მიუხედავად იმისა რომ დაბალბიუჯეტიანი ქვეყანაა და ძალიან ღარიბულად ცხოვრობენ, ფასები საკმაოდ ხელმისაწვდომი აქვთ. მაგალითად 1$-ად შესაძლებელია ჭამა, თვის განმავლობაში 150$-ად ცხოვრება, მაგრამ მუშაობა შესაძლებელია მხოლოდ ინტერნეტით, რადგან სამუშაო ადგილები თითქმის არ არსებობს. კამბოჯა კამბოჯა ერთერთია იმ ქვეყნებიდან, სადაც არც ისეთი კარგი ცხოვრების დონეა, მაგრამ მოგზაურობა და დასვენება მაინც იაფად შეიძლება. აქ შეგიძლიათ ადგილობრივი მეთევზისგან იყიდოთ თევზი 5$-ად, ან ისადილოთ კიბორჩხალით, სხვა ზღვის პროდუქტები კი-1-2$-ად შეგიძლიათ შეიძინოთ. პლაჟები არც თუ ისე სუფთა და მოწესრიგებულია, მაგრამ ვისაც მშივიდად და ცივილიზაციიგან მოშორებით დასვენება სურს, ეს ნამდვილად შესაფერისი ადგილია. ლაოსი ქვეყანა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, რომელიც ცნობილია თავისი ულამაზესი მთებით, ბუდისტური მონასტრებით და მდინარეებით, რომელთა ნაპირებზეც კაფე-ბარებია განლაგებული. ფასები ლაოსშიც საკმაოდ ხელმისაწვდომია, დღის განმავლობაში 9-დან 20$-ამდე თავის გატანას ადვილად შეძლებთ, სადილობას 5 დოლარად შეძლებთ, გადაადგილება კი ნაქირავები ველოსიპედით სულ რაღაც 10$ დაგიჯდებათ. გუანახუატო, მექსიკა მექსიკის ერთ-ერთ ქალაქი-გუანახუატოში ოთახის ერთი თვით დაქირავება 150$ ღირს. ბარებში ლუდის დალევა 1$-ად შეგიძლიათ, ხოლო კინოში ფილმზე დასწრება 3$-ად არის შესაძლებელი. ქსამილ ბიჩი, ალბანეთი ალბანეთის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს ძალიან მშვიდი და ლამაზი დაბა ქსამილ ბიჩი, აქ მდებაროებს ბურტინის ნაციონალური პარკი, რომელიც ტურისტებისთვის საინტერესო ადგილია, ქსამილ ბიჩი ადგილობრივი პროდუქტია, ზეითუნის ზეთი და მანდარინი. განსხვავებით მეზობელო ქვეყნებისგან, როგორიცაა ხორვატია, საბერძნეთი და იტალია, ლუდი მხოლოდ 90 ცენტი ღირს, ხოლო ანაზღაურება თვეში 100-120$-ამდეა. ვიეტნამი ვიეტნამში შეგიძლიათ ბინა იქირაოთ თვეში 150-200$-ად. მაგრამ უნდა გაითვალისწინოთ, რომ ადგილობრივებთან საკმაოდ ახლოს მოგიწევთ ცხოვრება და მათთან ყოველდღიური ურთიერთობა გექნებათ. ამიტომ წინასწარ მოგიწევთ იმასთან შეგუება, რომ სანაპიროზე ადგილს მათთან გაიზიარებთ. ტაილანდი მიუხედავად იმისა, რომ ტაილანდი ძალიან ცნობილი და საინტერესო ადგილია ტურისტებისთვის და სხვა აზიის ქვეყნებთან შედარებით აქ მოგზაურობა უფრო ძვირია, ტაილანდი ჯერ მაინც არ არის მაღალი დონის ქვეყანა. აქ ბინის დაქირავებას თვეში 160-320$-ად შეძლებთ, კვება 1-3$-მდე დაგიჯდებათ, ხოლო მოპედის დაქირავება 60-80$-მდეა შესაძლებელი ერთი თვის განმავლობაში. ინდოეთი ინდოეთი ბევრი ღირსშესანიშნაობითაა ცნობილი, ტურისტებისთვის დიდ ინტერესს წარმოადგენს ტაჯ მაჰალი, ასევე უამრავი ციხე და ტაძრები, რომლებას ყოველ ფეხის ნაბიჯზე შეხვდებით. გარდა ამისა ეკონომიკური თვალსაზრისითაც საინტერესო ქვეყანაა და ევროპის ქვეყნებთან შედარებით აქ ცხოვრება საკმაოდ იაფია. ბინის დაქირავება თვეში 100-დან 110$-მდე შეიძლება, ცხელი ბრინჯითა და ქათმით გაკეთებული კერძის მირთმევას 40 რუპიად შეძლებთ, რაც დაახლოებით 60 ცენტი გამოდის. სრული კვების საფასური კი 1-დან 2$-მდე მერყეობს. ნეპალი ნეპალი ცნობილია, როგორც სულიერების ცენტრი აზიაში და ვინც ეძებს სულიერ სიმშვიდეს მისი გზა უდავოდ ნეპალისკენ მოდის. ულამაზესი მთები, განსაცვიფრებელი ტაძრები... იმ ადამიანებისთვის ვისაც სამოგზაუროდ ბევრი ფული არ აქვს ნეპალი ნამდვილად სასურველი ადგილია. აქ შეიძლება დღეში 1$-ად იკვებო, თუ რესტორანში მოინდომებთ სადილობას, ყველაზე ძვირი კერძი 8$ ღირს, ერთი ოთახის დაქირავება (კატმანდუში) კი დღიურად 2დოლარამდე დაგიჯდებათ. საზოგადოებრივი ტრანსპორტი კი 0.2$. ჩინეთი ესაა ქვეყანა მრავალფეროვანი კონტრასტებით, ულამაზესი პეიზაჟებით და გადატვირთული ურბანული ნაგებობებით, ჩინეთი გამოირჩევა ბუნებრივი სილამაზით რომელიც გადაჭიმულია ველურ და დაუმორჩილებელ ვაკეზე. მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთი დიდი ქვეყანაა, გადაადგილება საკმაოდ მარტივია, აქ ჩასული ტურისტი მოსანახულებელ ადგილებს ვერ ამოწურავს, ტაქსით მგზავრობა ზოგიერთ ქალაქში სულ რაღაც 1$ ღირს, მცირედი წახემსება კი 2$-ადაა შესაძლებელი. ველიკო ტირნოვო, ბულგარეთი ამ ქალაქში სამოგზაუროთ წასვლა ნამდვილად ღირს, პატარა მაგრამ ულამაზეს ქალაქში საკმაოდ იაფად და კომფორტულად შეძლებთ დასვენებას. აქაური სილამაზე არ ჩამოუვარდება სხვა ევროპული ქვეყნების სილამაზეს, მაგრამ ცხოვრება შედარებით იაფად შეიძლება. ლუდის შეძენას მხოლოდ 80 ცენტად შეიძლება, ბინის დაქირავებას კი ერთი თვით 200$-ად შეძლებთ. ნიკარაგუა ნიკარაგუა-ესაა ნამდვილი სამოთხე იმ ადამიანებისთვის, ვისაც ეკონომიურად ცხოვრება უყვარს. ამ ქვეყანაში ყველაფერი იაფია, დაწყებული დაწყებული საკვებით და დამთავრებული გადასახადებით. ჯამში 995 $-ად თქვენ შეგიძლიათ იქირავოთ დიდი ბინა, გადაიხადოთ გადასახადები, იყიდოთ საკვები და თავს ცოტაოდენი გართობის საშუალებაც მისცეთ. გვატემალა ესაა თვალწარმტაცი ქვეყანა მდიდარი კულტურითა და მემკვიდრეობით. აქაც საკმაოდ იაფია ცხოვრება, ერთ ოთახიანი ბინის დაქირავება 200 დოლარდაა შესაძლებელი. საკვების ღირებულება თვის განმავლობაში 24-40$-მდე მერყეობს. გარდა ამისა გვატემალა სავსეა უამრავი ტროპიკული ხილითა და შესანიშნავი ყავით. ჰონდურასი ჰონდარუსი დღეს ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზრდადი ტურისტული ქვეყანაა მსოფლიოში, იმიტომ რომ აქ არის ძალიან იაფი, ლამაზი, ჯანმრთელი, მხიარული და რომანტიული გარემო. საკვები ნამდვილად გემრიელი და იაფია, სადილობა მხოლოდ 3$-ადაა შესაძლებელი. პერუ პერუში ცხოვრებისთვის შესაძლოა ცოტა განსხვავებული ფასის გადახდა დაგვჭირდეს, მაგრამ ძვირი ნამდვილად არა. დიდ ქალაქებში შესაძლოა შედარებით ძვირი იყოს საკვები და გადაადგილება, მაგრამ პატარა ქალაქებში მიზერული თანხის გადახდა მოგვიწევს. 634 3-ს მოსწონს
|