x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ქართულმა ფილმმა "დინოლამ" ესპანეთში გამართულ კინოფესტივალზე ერთბაშად ოთხ ნომინაციაში გაიმარჯვა
image


მარიამ ხაჭვანის მოკლემეტრაჟიანმა დოკუმენტურმა ფილმმა "დინოლამ" ესპანეთში, კერძოდ ქალაქ ბუეუეში გამართულ კინოფესტივალზე ერთბაშად ოთხ ნომინაციაში გაიმარჯვა:საუკეთესო რეჟისურისათვის, სცენარისათვის, საოპერატორო ნამუშევრისთვის და კოსტიუმების დიზაინისათვის.


ფილმი 2013 წელსაა გადაღებული და ეძღვნება მკაცრ სვანურ ტრადიციებს, ფილმი განვითარებული მოვლენები დაფუძნებულია რეალურ ამბავზე.


"დინოლას" აქამდე უკვე აღებული აქვს პრიზები კინოფესტივალებზე რუმინეთში, ნორვეგიაში, საფრანგეთში, იტალიაში, მაკედონიაში, ტაჯიკეთში და მშობლიურ საქართველოში.


ფილმში მოთხრობილია მარიამ ხაჭვანის ბებიის ისტორია: სიუჟეტის მიხედვით, ახალდაქვრივებულ ქალს, აიძულებენ გათხოვდეს და თავისი შვილი ქმრის მშობლებთან დატოვოს, თვითონ კი ახალი ცხოვრება დაიწყოს ახალ ქმართან.


რეჟისორი ამჟამად "დინოლას" სრულმეტრიან ვერსიაზე მუშაობს, ფილმს "დედე" ერქმევა, რაც სვანურად "დედას" ნიშნავს, მარიამი მომავალ წელს "კანის" ფესტივალზე აპირებს ფილმის წარდგენას.

2012 წელს მისმა კინოსცენარმა „დედე“ ლიტერატურული პრემია „გალა“ მიიღო.










0
175
7-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
175
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0