სხვა ქვების ენერგეტიკა 2015, 22 სექტემბერი, 13:57 ქვები და სხვადახვა სახის კრისტალები უძველესი დროიდან გამოიყენება, არა მხოლოდ ფიზიკური და სულიერი ჯანმრთელობისთვის, არამედ წარმატების მოსატანად, კეთილდღეობისა და ბედნიერებისთვის.
და მაინც რა სამკურნალო თვისებები გააჩნიათ ქვებს?
აქატი ![]() აქატს ძირითადად ორსულები ატარებდნენ, მიიჩნეოდა რომ იგი ორსულებს ნებისმიერი დისკომფორტისა და ორსულობის თანმხლები სიმპტომებისგან ათავისუფლებდა. გარდა ამისა სჯეროდათ, რომ მისი დახმარებით ადამიანი ნამდვილ მეგობარს იპოვიდა. მას ასევე სიმდიდრესა და კეთილდღეობის მოტანა შეეძლო. ამეთვისტო ![]() ძველ ბერძნებს სჯეროდათ, რომ ეს ქვა შველის თავის ტკივილს, ასევე ხელს უშლის ლოთობას და ბოროტ აზრებს, შავ მაგიასა და ნოსტალგიასაც კი. დღეს ასტროლოგები და ექსპერტები ამტკიცებენ, რომ ამეთვისტო ეხმარება ადამიანს სამართლიანობის აღდგენაში, იცავს ქურდობისგან და სიღატაკისგან. ამეთვსიტოს ენერგია, მხოლოდ სხეულით ტარებით არ გამოვლინდება, იგი შეიძლება გვქონდეს საძინებელში ან კაბინეტში. ჰემატიტი ![]() ვარდისფერი კვარცი ![]() ლეგენდის მიხედვით დედამიწაზე ვარდისფერი კვარცი მოიტანა ეროსიმ (ბერძ.მითოლოგია), იმ იმედით რომ ადამიანები ერთმანეთის მიმართ სიყვარულით აღივსებოდნენ. დღესაც ეს ქვა სიყვარულთან და რომანტიკასთან ასოცირდება, ასევე მიიჩნევა მეგობრობის გამაძლიერებელ კრისტალადაც. იგი ზრდის ქალის სექსუალურობას და რეპროდუცირებას, ეხმარება გახდეს სრულფასოვანი დედა. ვარდისფერი კვარცი შეიძლება შევინახოთ იმ ადგილას, სადაც ყველა მეტ დროს ვატარებთ. იმისთვის რომ ვარდიფერი კვარცის მოქმედება გაძლიერდეს, უნდა მოვათავსოთ ჰემატიტთთან და ამეთვისტოსთან ერთად. ფირუზი ![]() ფირუზზს ბევრი სამკურნალო თვისება აქვს, მათ შორის ტკივილის მოხსნა მუცლის არეში. მსოფლიოში ბევრი ადამიანი ატარებს ფირუზს ავი თვალისგან დასაცავად, ზიანისა და რისკების ასარიდებლად. ფირუზის ქვის ტარება რეკომენდირებულია იმ ადამიანებისთვის, ვისაც რევმატიზმი და სხვადასხვა სახის ინფექციური დაავადებები აწუხებთ. ფირუზის ქვას ხმარობენ, როგორც სამკაულს, ხშირად ძვირფასი ლითონისგან დამზადებული სამკაულები ფირუზის ქვებითაა გაფორმებული. ფირუზი უნდა ინახებოდეს მშრალ და დახურულ ადგილას. 526 3-ს მოსწონს
|