x
image
Guns N Roses
ფოთში მამამ შვილი და 20 წლის გოგო დაჭრა

image
ფოთში მამამ შვილი და 20 წლის გოგო დაჭრა..

ფოთში მამაკაცმა 18 წლის შვილი და 20 წლის გოგო დაჭრა. შემთხვევა ქალაქის ცენტრალურ მოედანზე მოხდა.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევა მას შემდეგ მოხდა, რაც 18 წლის ბიჭმა სათამაშო აპარატთან თამაშის დროს გარკვეული ოდენობის თანხა წააგო. ამის შემდეგ აღნიშნულ ტერიტორიაზე მოზარდის მამა გამოჩნდა და ვითარება დაიძაბა.
მამაკაცმა სათამაშო აპარატებისა და ახლოს მდებარე მაღაზიების წარმომადგენლებს ჯერ სიტყვიერი, შემდგომ კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ჩხუბის დროს 18 წლის ბიჭის მამამ 20 წლის გოგონა დაჭრა.
მას ცივი საგნით ჭრილობა თავის არეში აქვს მიყენებული, 18 წლის ბიჭმა კი მცირე დაზიანება ხელის არეში მიიღო.
დაჭრილი გოგონა ფოთის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
18 წლის ბიჭმა კი ჰოსპიტალიზაციაზე უარი განაცხადა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია. მომხდარზე დაწყებულია მოკვლევა.

0
116
5-ს მოსწონს
ავტორი:Guns N Roses
Guns N Roses
116
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0