საზოგადოება ვინ არის ქართველი ტრანსგენდერი, რომელიც მიხეილ სააკაშვილთან რომანზე სახალხოდ საუბრობს 2015, 21 სექტემბერი, 0:45
სიუჟეტში ბევრი საეჭვო დეტალია და ისიც კი დაუჯერებელი, რომ მიხეილ სააკაშვილი ყველა შეტყობინებას თავად ამოწმებს, რომლებიც სოციალური ქსელის მეშვეობით მისდის. ფოტოში, რომელიც ახალგაღვიძებულმა ალექსიამ გადაიღო ყოფილი პრეზიდენტის სახე არ ჩანს. სწორედ ამ ყველაფრის გამო საზოგადოების ნაწილი ცინიკურად უყურებს სიუჟეტს და კარგად დადგმულ ზღაპარსაც უწოდებს. ვინ არის ტრანსგენდერი ალექსია ჩერესანი? ის 20 წლისაა და ქრთველია. მისი ნამდვილი სახელი და გვარი ალექსანდრე ჩომახიძეა. წლების მანძილზე საქართველოში სწავლობდა, შემდგომ კი ამერიკაში. ერთ დღესაც დედას დაურეკა და ამცნო, რომ ის უკვე ქალი იყო. ოჯახის ერთადერთი ვაჟი სექსუალურ ქალბატონად ქცეულიყო. ალექსს სქესის შეცვლის გადაწყვეტილება ამერიკაში ჩასვლისთანავე მიუღია, წარმატებულად დასრულებული ოპერაციების შემდეგ კი ეს ყველაფერი ოჯახსაც ამცნო. როგორც ამბობენ, ალექსის დედამ ეს ყველაფერი რთულად გადაიტანა, დეპრესიაში ჩავარდა და საზოგადოებაშიც იშვიათად ჩნდებაო. ეს ყველაფერი როდია, ერთ-ერთი ქართული სააგენტოს მტკიცებით, სანდრო ჩომახიძე სააკაშვილის უფროსი ვაჟის, ედუარდის თანაკლასელიც გახლდათ. 1459 3-ს მოსწონს 2-ს არა
|