x
უკრაინელი ოლიგარქი მიხეილ სააკაშვილს ბინძურ ცინგლიან ნარკომანს უწოდებს

imageბიზნესმენმა იგორ კოლომოისკიმ მიხეილ სააკაშვილის ბრალდებას გასცა პასუხი. სააკაშვილმა ის სამგზავრო ავიაგადაზიდვებზე უკანონო გავლენაში დაადანაშაულა.
"როდესაც დაუბმელი ძაღლი ვინმეს კბენს, უნდა დასაჯო ძაღლიც და მისი პატრონიც. ძაღლებს ასეთ დროს აძინებენ, ჩვენ შემთხვევაში, შეგვიძლია საქართველოში გავგზავნოთ, რომ პასუხი აგოს ყველა იმ ადამიანის წინაშე, ვისაც იქ უკბინა", - განაცხადა კოლომოისკიმ.

"რაც შეეხება პატრონს, ყველა ვხვდებით, ვინც არის. მე ვთვლი, რომ აზრი არ აქვს ბინძურ ცინგლიან ნარკომანს შევეკითხო რამე, სანამ ნარკოდამოკიდებულების სამკურნალოდ სარეაბილიტაციო კურსს არ გაივლის. მე სასამართლოში შევხვდები მას, დავიცავ საკუთარ ღირსებას და მივიღებ

მატერიალურ კომპენსაციას. სააკაშვილი ამბობდა, რომ ხელფასი 200 000 დოლარი ჰქონდა, ჰოდა, მაქედან გადაიხადოს", - განმარტა ბიზნესმენმა, რომელიც მიიჩნევს, რომ სააკაშვილს მისი ნათქვამის გამო, ფულადი ჯარიმა უნდა დაეკისროს.

მოგვიანებით სააკაშვილმა საკუთარ "ფეისბუქის" გვერდზე უპასუხა კოლომოისკის განცხადებას ისე, რომ ოლიგარქი სახელით არ მოუხსენებია.

"ოლიგარქი ჩემს ძაღლივით დაძინებას გვთავაზობს. ჩემი მოსყიდვისა და დისკრედიტაციის მრავალი მცდელობის შემდეგ, საბოლოო სცენარზე გადავიდნენ, - პირდაპირ მუქარებზე. ვფიქრობ, უკრაინელი ხალხი მალე მიუჩენს ადგილს ამ გატუტუცებულ ბანდიტებს", - დაწერა მან უკრაინულ და რუსულ ენებზე.

0
463
4-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:უჩა
უჩა
463
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0