x
image
ციცი
Mediator image
"აუტანლად მჭირდება ეს ხელი ჩემს მუცელზე ვიგრძნო..."-განო მელითაურის სულისშემძვრელი პოსტი.
image
"აუცილებელ საკეისრომდე რამდენიმე დღე მრჩება... ტკივილებმა და სტრესმა ქანცი გამწყვიტეს... ვეღარც დავდივარ... არაუშვას... არც არაფერი... ისე... ჩემთვის... აუტანლად მჭირდება ეს ხელი ჩემს მუცელზე ვიგრძნო...
ვისაც რა უდა ის თქვას და დაწეროს... ყველა მარტოხელა ორსულს მინდა ვუთხრა:
- მე თქვენ ძალიან, ძალიან მიყვარხართ!"-ასეთ სულისშემძვრელ პოსტს აქვეყნებს ყველასთვის საყვარელი მსახიობის კოტე თოლორდავას მეუღლე, განო მელითაური სოციალური ქსელის "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.

მთელი საქართელო უთანაგრძნობს განოს და მის შვილებს. აი როგორ ამხნევებენ მას:

"განო, იგრძენი ეს სიყვარული, რაც შენი და შენი ოჯახის მიმართ აქვს საზოგადოებას და იქნებ ცოტა მაინც ჩაწყნარდეს ტკივილი... ყველას უყვარხარ-როგორ არადამაჯერებელ სტატისტიკასაც არ უნდა ვამბობდე, გარშემო მხოლოდ სიყვარულს და სითბოს გამოხატავს ხალხი შენს მიმართ. გამაგრდი საყვარელო..."

"ყველაზე საყვარელი ფეხმძიმე ხარ მთელ მსოფლიოში... ნამდვილად ყველას უყვარხარ!"


"განო, ღმერთმა გაგაძლიეროს და უფლის წყალობა შენს შვილებთან ერთად!"


კოტე თოლორდავას უეცარმა გარდაცვალებამ მთელ საქართველოს გული დაგვწყვიტა. განსაკუთრებით მძიმე გადასატანია ეს ტკივილი მისი ოჯახისთვის. მისი მეუღლე მალე, რამდენიმე დღეში, საკეისრო კვეთით, კოტეს მესამე შვილს გაუჩენს.


შეგახსენებთ, რომ მსახიობი კოტე თოლორდავა ფილმის გადაღებების გამო, იმყოფებოდა რუსეთის დედაქალაქში, მოსკოვში და იგი 11 აპრილს, სასტუმროს ნომერში გარდაცვლილი იპოვეს. ექპერტიზის დასკვნით მსახიობი გულის შეტევით გარდაიცვალა.

image
image

image

image

0
192
3-ს მოსწონს
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
192
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0