x
image
მოზამბიკელი
სახის გამწმენდი ნიღაბი კარტოფილისგან
კარტოფილი მდიდარია ანტიოქსიდანტებით, ვიტამინებით A და K, ბეტა-კაროტინით და სხვა საკვები ნივთიერებებით.

კარტოფილს სასარგებლი ქმედებების ფართო სპექტრი აქვს ჩვენი კანისთვის. მას შეუძლია, კანის გაახალგაზრდავება, ნაოჭების შემცირება. ასევე ეხმარება კანს აღდგენაში.

კარტოფილისგან დამზადებული ნიღბები ასუფთავებს და არბილებს კანს, კანი უფრო ელასტიური და მკვრივი ხდება, გარდა ამისა კარტოფილის წვენი აუმჯობესებს სახის კანის ფერს, ანიჭებს ნათელ იერს.

image



მარტივი ნიღაბი ცხიმიანი კანისთვის

ერთი ცალი გაფრცქვნილი კარტოფილისგან გამოვწუროთ წვენი და წავისვათ სახეზე

ფრთხილად, რათა თვალში არ მოხვდეს. დაველოდოთ სანამ კარგად არ შეგვაშრება და

შემდეგ ჩამოვიბანოთ ცივი წლით.


ნიღაბი აკნეს წინააღმდეგ

კარტოფილის წვენს შეურიეთ ორი ჩაის კოვზი რძის ფხვნილი და მიღებული ნარევი წაისვით სახის პრობლებულ ნაწილზე, დაელოდეთ სანამ არ გაშრება და შემდეგ ჩამოიბანეთ გრილი წყლით.


image

ნიღაბი თვალებისთვის, მუქი წრეებისა და შეშუპების წინააღმდეგ

კარტოფილის ნაჭერი გაყავით ორ ნაწილად, თითოეული ნაწილი შეახვიეთ მარლაში და დაიდეთ თვალის უპეებზე, გაიჩერეთ 15-20 წუთი. შემდეგ მოიხსენით და ჩამოიბანეთ.


შავი წერტილების საწინააღმდეგო ნიღაბი

კარტოფილი დავჭრათ ძალაინ თხელ და მრგვალ ნაჭრებად, წაისვით სახეზე, უფრო

მეტად კი იმ ნაწილში სადაც შავი წერილები გაქვთ, შეგვიძლია რამდენიმე წუთი სახეზე გავიჩეროთ, გაშრობის შემდეგ კი ცივი წყლით ჩამოვიბანოთ.


კარტოფილის და ვაშლის ნიღაბი

ერთი მოზრდილი კარტოფილი გავხეხოთ და დავუმატოთ ერთი ცალი გახეხილი ვაშლი, მიღებული მასა დავიტანოთ სახეზე, თვალების ირგვლივ, გავიჩეროთ 15 წუთი და შემდეგ ჩამოვიბანოთ ცივი წყლით.


ნიღაბი-სკრაბი


მეოთხედი ჭიქა გახეხილი კიტრი, ერთი სადილის კოვზი გახეხილი კარტოფილი, ერთი ჩაის კოვზი სოდა, ერთი კვერცხის ცილა და მეოთხედი ჭიქა იოგურტი შევურიოთ

ერთმანეთს, მასაჟური მოძრაობებით შევიზილოთ დანესტიანებულ კანზე, გავიჩეროთ

ხუთი წუთი და ჩამოვიბანოთ გრილი წლით.



სილამაზესა და ჯანმრთელობას გისურვებთ!




0
485
4-ს მოსწონს
ავტორი:მოზამბიკელი
მოზამბიკელი
485
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0