თავის მოვლა როგორ ავიცილოთ თავიდან ნაოჭები? 2015, 20 აგვისტო, 8:56 სახის კანის ქვეშ მოთავსებულია მიმიკური კუნთები, რომელიც სახეს გამომეტყველებასა
და სისხარტეს ანიჭებს.
ასაკთან ერთად სახის კანიც ბერდება: ირღვევა მისი ელასტიურობა და შრება (კარგავს ცხიმიანობასა და ტენიანობას), რის გამოც სახეზე ჩდება ნაოჭები.
ხშირად ნაოჭები ჩდება ბავშვობიდან ან ყმაწვილობის ასაკში, რაც გამოწვეულია სახის
კანის ძვლებისა და კუნთების აგებულების თავისებურებით, აგრეთვე ლაპარაკის და სიცილის დროს სახის კანის ზედეტად მანჭვისა და ზედმეტი მიმიკების მიღებით. ეს არის ე.წ მიმიკური ნაოჭები. მათი თავიდან აცილება შეიძლება, თუ თქვენს სახეს ყურადღებით შეისწავლით სარკეში. სულიერი განცდები, ავადმყოფობა, სპირტიანი სასმელები, სიგარეტი, უძულობა, ცხოვრების არასწორი რეჟიმი-ყოველივე ეს იწვევს ნაადრევი ნაოჭების გაჩენას. ნაადრევი ნაოჭები ასევე შეიძლება გამოიწვიოს კოსმეტიკური საშუალებების არასწორმა ხმარებამ. ნაოჭებისგან თავის დაასახწევად მიმართავენ სამკურნალო კოსმეტიკას. ძალიან სასარგებლია ცხელი წყლის კომპრესი, რის შემდეგაც გადაივლებთ ცივ წყალს. პირსახოცი დაასველეთ თბილ წყალში, კარგად გაწურეთ და დაიდეთ სახეზე, გაიჩერეთ იქამდე, სადამდეც გესიამოვნებათ. კომპრესის შემდეგ წაისვით კანის დამატენიანებბელი და ვიტამინიზირებული კრემი. ნაოჭების თავიდან ასაცილებლად შემოგთავაზებთ რამდენიმე რჩევას, რომელისაც სახლის პირობებში უპრობლემოთ შეასრულებთ: ერთ მოხარშულ კარტოფილს შეურიეთ 1ს.კ. რძე და 1 კვერცხის გული. მიღებული მასა დაიდეთ სახეზე და გაიჩერეთ 15-20 წუთი. ჩამოიბანეთ ჯერ ცხელი და შემდეგ ცივი წყლით. ასეთი ნიღაბი ხდის კანს ელასტიურს, მკვრივსა და ნაზს, სპობს ნაოჭებს. ერთ უმ, გაფრცქვნილ, წმინდად ჩახეხილ კარტოფილს დაუმატეთ რამდენიმე წვეთი მცენარეული ზეთი, 1ს.კ, ახალი რძე და ნუშის ქატო, მიღებული მასა დაიდეთ სახეზე და გაიჩერეთ 20 წუთი, შემდეგ ჩამოიბანეთ და წაისვით დამატენიანებელი კრემი. კანს ელასტიურობასა და სინაზეს ასევე კიტრის წვენი ანიჭებს, რომელიც კვებავს და ათეთრებს კანს, სპობს ნაოჭეს და ასუფთავებს ფორებს. 279 3-ს მოსწონს
|