თავის მოვლა როგორ მოვუაროთ ფრჩხილებს ? 2015, 17 აგვისტო, 10:29 დღეს თითქმის ყველა ქალს და ზოგჯერ მამაკაცებსაც აქვთ დაზიანებული ფრჩხილების
პრობლემა, ლამაზი და მოვლილი ფრჩხილები კი ორივე სქესის
წარმომადგენელს უნდა ამშვენებდეს, ამიტომ აუცილებელია მათი სისტემატიური
მოვლა.
არასოდეს არ მოიჭრათ მშრალი ფრჩხილები, რადგან შეიძლება დასკდეს, მოჭრის წინ ფრჩხილები 3-5 წუთი დაირბილეთ თბილ წყალში. ფრჩხილების დაზიანებისას სასურველია საკვებ რაციონში შეიყვანოთ კალციუმი, მეთიონინი -ხაჭოს სახით, კაროტინოუდები–სტაფილოს, ოხრახუშის, ქაცვის ზეთის, ქაცვის წვენის, ნიგვზის გულის და წიწიბურას სახით. ფრჩხილებზე თეთრი ლაქების გაჩენა მიგვანიშნებს, რომ ორგანიზმს აკლია კალციუმი და ნატრიუმი. ამ მინერალურ ელემენტებს შეიცავს ვაშლის ძმარი, ამიტომ მისი რეგულარული მიღება სასმლის სახით(2ჩ.კ. ვაშლის ძმარი გავაზავოთ 1ჩ.ჭ. წყალზე დავუმატოთ თაფლი გემოვნებით) 1-2 თვის განმავლობაში აღადგენს ორგანიზმის დისბალანსს. ფრჩხილების გასამაგრებლად შემოგთავაზებთ ძალიან მარტივ რჩევას, რომელსაც სახლის პირობებში თავისუფლად გამოიყენებთ: 1ჩ.ჭ თბილ წყალში ჩავყაროთ 1 ჩ.კ. საჭმლის სოდა. ამ ხსნარში შეიძლება 10-15 წვეთი იოდის დამატება, წყალი უნდა იყოს 37-38 გრადუსი. გააჩერეთ ხელები ხსნარში 15-20 წუთი. 2 კვირის განმავლობაში ეს პროცედურა იკეთეთ ყოველდღე, ერთი კვირა დაისვენეთ და შემდეგ ისევ ორი კვირა გააგრძელეთ. ეს საკმაოდ ეფექტური მეთოდია და შედეგს მალე შეამჩნევთ. 354 3-ს მოსწონს
|