x
image
მანჩო 777
დუბაიში საყოველთაო გლოვა გამოცხადდა- 33 წლის პრინცი გულის შეტევით გარდაიცვალა
არაბთა გაერთიანებული საამიროების პრინცი რაშიდ ბინ მუჰამედ ბინ რაშიდ ალ-მაკტოუმი დღეს დილით გულის შეტევით გარდაიცვალა. ამ სამწუხარო ფაქტის გამო დუბაიში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა. არაბეთის გაერთიანებულ ემირატებში გლოვის ნიშნად ყველა სახელმწიფო დაწესებულების თავზე სახელმწიფო დროშა დაუშვეს. შეჩერდა სწავლის პროცესი, საჯარო დაწესებულებებმა კი მუშაობა შეწყვიტეს.


image


არაბთა გაერთიანებული ემირატების პრინცი რაშიდი 33 წლის იყო. ის არაბთა გაერთიანებული საამიროების პრემიერ-მინისტრისა და ვიცე-პრეზიდენტის, ასევე დუბაის საამიროს მმართველის – მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაკტუმის ვაჟი იყო. ტიტულები მამამისმა 2006 წლის 4 იანვარს, უფროსი ძმის გარდაცვალების შემდეგ მემკვიდრეობით მიიღო.


image



პრინცი რაშიდი აქტიურად მისდევდა სპორტს, 2002 წელს მან „Maktoum“- ბრიტანეთის სამხედრო აკადემია დაამთავრა. პრინცი ცნობილი იყო ცხენებისა და ფეხბურთის მიმართ დიდი სიყვარულით. 2006 წლის აზიის ოლიმპიადაში მან ორი ოქროს მედალი მოიპოვა ცხენოსნობაში.


image


“მე დღეს დავკარგე საუკეთესო მეგობარი და ბავშვობის კომპანიონი, ჩემი ძმა რაშიდი, ” -განაცხადა გარდაცვლილის ძმამ, - შეიხმა ჰამდან ბინ მუჰამედმა.
გარდაცვლილის ოჯახს დღეს გაერთიანებული ემირატების პრეზიდენტმა მიუსამძიმრა და მომხდარის გამო წუხული გამოთქვა. დუბაიში მწუხრის ლოცვა აღავლინეს და დაღუპული პრინცი დღესვე საღამოს დუბაის უმ-ჰარირის სასაფლაოზე დაკრძალეს.


image


“ღმერთმა დალოცოს გარდაცვლილი ახალგაზრდა კაცი… ჩვენ ვეკუთვნით ალაჰს და მასვე უნდა დავუბრუნდეთ“, – განაცხადა დაკრძალვის ცერემონიაზე გარდაცვლილის მამამ.


image

4
2158
10-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
2158
  
2015, 23 სექტემბერი, 16:53
მეც :(
2015, 23 სექტემბერი, 16:37
ძალიან შემეცოდა :(
2015, 21 სექტემბერი, 0:00
რა სანერვიულო ჰქონდა ნეტავ ამ უბედურს. რამ დაუაავადმყოფა გული:(
2015, 20 სექტემბერი, 16:22
შემეცოდა:( ასეთი ახალგაზრდა, თან სპორტსმენი, რა დროს გულის შეტევა იყო...
0 1 4