საზოგადოება ნანუკა ჟორჟოლიანი-"სტატუსი არის მხოლოდ ქოცებისთვის... ალბათ ხვდებით ხომ, რა ქაქში ხართ?!"(+ფოტოები) 2015, 19 სექტემბერი, 12:14 "სტატუსი არის მხოლოდ ქოცებისთვის... გავიგე ძაან ბედნიერები ყოფილხართ... თქვენ ხომ ისიც დაგაჯერეს, რომ მსოფლიო ჩემპიონატი მოიგეთ და ძაან სიცრუეში რომ არ იცხოვროთ გატყობინებთ: რიყის და იმედის საქმეში გიგი უგულავა და დავით კეზერაშვილი უდანაშაულოდ სცნეს. რაც შეეხება იმ საქმეს რაშიც მიუსაჯეს, ეს ის საქმეა, ტარიელ ხიზანიშვილს ბიზნესი რომ მიეცით ჩვენების სანაცვლოდ. ანუ, პატიმრობა მიუსაჯეს იმიტომ, რომ ტარიელის თქმით პარტიული ხალხი ჰყავდა დასაქმებული. თუ გავითვალისწინებთ, რომ ნარმანიამ იგივე ეთერში საჯაროდ აღიარა, ალბათ ხვდებით ხომ, რა ქაქში ხართ?!"-ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი ასე ეხმიანება ქალაქის ყოფილი მერის გიგი უგულავას დაპატიმრებას და მიმიართავს "ქოცებს" ანუ "ქართულ ოცნებას". ნანუკა ჟორჟოლიანი გიგი უგულავას დიდი გულშემატკივარია. იგი დიდხანს ელოდა მის გათავისუფლებას და სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" პროფილის ფოტოდ გიგისთან გადაღებული ფოტო ეყენა მთელი იმ პერიოდიდან რაც გიგი დაიჭირეს და როდესაც იგი სასამართლოს დარბაზიდან გამოუშვეს, მხოლოდ მაშინ შეცვალა სურათი. თუმცა ქალაქის ყოფილი მერი თავისუფლებაზე ერთი დღე იმყოფებოდა და ისევ ციხეში დააბრუნეს. ნანუკამ კი მასთან ერთად ახალი "სელფის"გადაღება მოასწრო: "გიგის დაჭერას ლარი დაიჭირეთ გირჩევნიათ. ისევ გაგექცათ." "გიგი ისევ დააკავეს. ვინ ამბობთ, ეს ქვეყანა ერთი კაცის სურვილებს არაა მორგებულიო? გამოდით უნდა დაგთვალოთ!" "თავისი ფეხით შევიდა და ბადრაგს უთხრა, მოვედი წამიყვანეთ მატროსოვზეო..." ამ სტატუსებით ეხმიანებოდა ნანუკა ჟორჟოლიანი გიგი უგულავას ციხეში დაბრუნებას. გიგი უგულავას 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა. მათი მეგობრობა რომ წლებს ითვლის, ფოტოებიდანაც ნათლად ჩანს. ფოტო უგულავას გათავისუფლების მოლოდინში-ნანუკა ჟორჟოლიანი და სოფო ნიჟარაძე: გიგი უგულავას ოჯახთან დამშვიდობების ამაღელვებელი კადრები: 361 1-ს მოსწონს
|