x
image
K.P.
სალომე ზურაბიშვილისა და ინგა გრიგოლიას დაპირისპირება: "მართლა ფურთხის ღირსები ვყოფილვართ"
image
ქალაქის ყოფილი მერის, გიგი უგულავას გათავისუფლების ამბავმა საზოგადოების ნაწილში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია, მათ შორისაა სალომე ზურაბიშვილიც, რომელმაც მომხდარს დიდი სტატუსი მიუძღვნა სოციალურ ქსელში: "მართლა ფურთხის ღირსები ვყოფილვართ! " ეს კომენტარი იმდენად ასახავს ჩვენ დღევანდელ ყოფას (თუ უფრო სწორედ არ ყოფნას) რომ აღარ ჩათვალე საჭიროდ სხვა სიტყვებით დამეწერა ის რასაც სრულიად ვიზიარებ და რაც მშენივრად ნათქვამია … მოკლედ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ვფიქრობ არ გამომივა, გიგი უგულავა სრულად არის პასუხისმგებელი და მონაწილე ასევე გადაწყვეტილების მიმღები იმ დანაშაულებებზე რასაც ნაც მოძრაობა ჩადიოდა 9 წლის მანძილზე. უგულავას და ბოკერიას მეტი პასუხი მოეთხოვება, ჩემი აზრით, ვიდრე იმ სადისტებს და უშუალო შემსრულებლებს, ვინც ამ დანაშაულობებს ჩადიოდა (ისინი ბუნებამ დაბადა ასეთებად და ადრე თუ გვიან პასუხს აგებენ ყველაფერზე რაც გააკეთეს) ესენი ამ ბოროტი მანქანის გენერატორები და იდეოლოგები იყვნენ სააკაშვილთან ერთად, მაგრამ:

1 იმ პროკურატურას რა ვუთხარი, რომელიც გიგი უგულავას ბრალს ვერ უმტკიცებს თითქმის წელიწადია.

2. იმ "თავისუფალ" სასამართლოს რომელსაც განაჩენი 9 თვეა 2 საქმეზე ვერ გამოაქვს,

3. საზოგადოებას რომელსაც ამ ყველაფერზე რეაქცია არ აქვს და გრიგოლიას რეაქციას მისტირის


4. პოლიტიკოსებს რომლებსაც უგულავასგან განტევების ვაცი გამოყავთ და ჩაგრულის მანტიას არგებენ და ბოლოს.

5. მთავრობას რომელმაც თავი გაიფარჩაკა და ესე დასაცინად გაიხადა საქმე და 3 წელია იძახის თქვენ ჩვენზე უარესები იყავითო, საქმე იქამდე მიიყვანეთ რომ საკონსტიტუციო სასამართლო საჯილდაო ქვად აქციეთ და კონსტიტუცია ფარატინა ქაღალდად და ამით სახელმწიფოს აყენებთ შეურაცხყოფას თუ ასეთი მცნება გაგვაჩნია საერთოდ (როგორც ქუთაისის კოლორიტი ბ-ნი გოგი წულაია იტყოდა ამ კონსტიტუციას ისე ჭრიან და კერავენ ვეღარ გავიგე კონსტიტუციაა თუ შარვალკოსტუმიო) ასე რომ ხელისუფლების საყურადღებოდ მოექეცით კანონის ჩარჩოებში . თუ არ გაქვთ თავი მაშინ გამოუშვით უგულავა და ახალაია და რასაც მიიღებთ ნახავთ და თუ გამოვლენ და ამას ხალხი გადაყლაპავს მართლა ფურთხის ღირსები ვყოფილვართ!".image

"ოი.... ოი.... ქალბატონო სალომე - გრიგოლიას, "რეაქციაო"?!.. "რეაქციის" დახურვის რეალურ მიზეზებს საზოგადოება მალე გაიგებს, ძალიან მალე . თქვენ კი, ნუღა იტყვით ნუღარასოდეს (პრინციპში, არც არასდროს დამიჯერებია, ჩემდა საამაყოდ), რომ საერთოდ გაღელვებთ დასავლური ღირებულებები... სიტყვა... თავისუფლება და ა.შ... დანარჩენის დაწერა მეზარება. ჩემი საქმით თქმა მირჩევნია, ვიდრე ფბ-ზე სტატუსებით პასუხი. როცა დახურულ გადაცემაზე ასე აბუჩად აგდებით საუბრობ და კითხვა არ გიჩნდება, რატომ დაიხურა... და თან დემოკრატიას და დასავლურ ღირებულებებზე გაქვს პრეტენზია...... აი, ისიც კი დამეზარა, სრულფასოვანი პასუხი გამეცა..."- განაცხადა გრიგოლიამ.

image




0
1476
5-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
1476
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0