x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
ძალზე სახალისო კურიოზი რომელსაც თავად შევესწარი.

image დღეს დილით სამსახურში მიმავალს ქალაქის ცენტრალურ ბულვართან უნდა გამევლო და ბულვართან გავლისას იქ შეკრებილმა ხალხმა მიიზიდა ჩემი ყურადღება, მანქანა გადავაყენე და ცნობისმოყვარეობის გამო მეც შევუერთდი იქ მყოფ ადამიანებს.
როცა ვიკითხე რა ხდებოდა და რა იყო მათი თავშეყრის მიზეზი, ასაკოვანმა მამაკაცმა მიპასუხა: შეხედე შვილო ჭადარის გვერდით მთვრალი მამაკაცი რა დღეშიაო.
ბუნებრივია მეც უფრო ახლოს მივედი მითითებულ ადგილთან და დავინახე გალეშილი მამაკაცი, რომელსაც იმდენი ეკოტრიალა ცვრიან ბალახზე და მიწაზე, თან შარვალშივე დაეკმაყოფილებინა ბუნებრივი მოთხოვნილება, რომ არა საკმაოდ კარგი ჩაცმულობა "ბომჟი" გეგონებოდათ, მთვრალი კაციც ბევრი მინახია და ქალიც, მაგრამ აქ სულ სხვა სიტუაცია იყო–მთვრალი მამაკაცი "ეკაჩავებოდა" მაწანწალა ძაღლს, რომელიც რატომღაც მხოლოდ ამ მთვრალს უყეფდა გამწარებული და სხვებისკენ არც კი იხედებოდა.
ესეც არაფერი მამაკაცი ხმამაღლა უყვიროდა ძაღლს შემდეგი სიტყვებით: შე მართლა ძაღლო და "მამაძაღლო", რომ უყეფ ვის უყეფ? "კაი ბიჭი" ვარ, "ქურდული ცხოვრებით" ვცხოვრობ და შენ რა გინდა ახლა შენ უნდა გისმინოო?!
საზოგადოებას "საღლიცინო" მიეცი და სხვა რა უნდა, ამ ვითარების შემსწრე საზოგადოებაც დიდი თუ პატარა სიცილით "იჭაჭებოდა".
ამდენი ყეფისა და ბრაზისაგან ეტყობა ძაღლსაც აერია თავში "ბურთულები" და მთვრალ მამაკაცს კარგა ბარაქიანად "მიასხურა" ორივე ფეხზე, კაცი აყვირდა უშვერი სიტყვებით, აყვირდა და როგორც იტყვიან "სართულიანი" გინების კორიანტელი დააყენა.
ვიღაც ენაკვიმატმა ახალგაზრდამ მიაძახა: ნახე "კაი ბიჭს" რა გაგიკეთესო!
ამაზე ხომ მთლად "გადაირია" მთვრალი, ციხე და კოლონია არაა მე რომ არ ვარ ნამყოფი და ეს რა მიყო უნდა დავჭრა უადგილო ადგილზეო (ძაღლზეა პატივცემულო მკითხველო საუბარი), დანაც დააძრო და სწორედ ამ დროს ეძგერა შარვალზე ძაღლი, კაცი წაიქცა და ძაღლმაც და კაცმაც მიწაზე გორვა დაიწყო. როგორც იქნა პატრულიც მოვიდა და სამაშველო სამსახურიც, რომელიც იქვე ახლოს მდებარეობს. მთვრალი მამაკაცი პატრულმა ჩაისვა მანქანაში ხოლო ძაღლმა ისე მოკურცხლა არა მგონია მალე დაბრუნდეს შემთხვევის ადგილზე.

0
688
17-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
688
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0