x
image
Guns N Roses
Mediator image
"მე ვიყავი ბიძინა ივანიშვილის პირადი პატიმარი" - გიგი უგულავა

image
როგორც იცით გიგი უგულავა გაათავისუფლეს. გადაწყვეტილება მოსამართლემ რამდენიმე წუთიანი თათბირის შემდეგ გამოაცხადა.
უგულავას სასამართლო პროცესი თითქმის 5 საათის განმავლობაში გრძელდებოდა. მოსამართლემ პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე 20:00 საათზე 2 საათიანი შესვენება გამოაცხადა.
რამდენიმე წუთის დაგვიანებით დაწყებულ პროცესზე კი პროკურატურამ სხდომის გადადება მოითხოვა, თუმცა სასამართლომ ის არ დააკმაყოფილა.


გიგი უგულავა თავისუფალია და აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გაუქმებული. თითქმის 15 თვიანი პატიმრობის შემდეგ თბილისის ყოფილი მერი პირდაპირ სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.
მოსამართლის გადაწყვეტილებას ოვაციები მოყვა დარბაზში და საქალაქო სასამართლოს გარეთ, სადაც უგულავას ახლობლები და ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები ელოდებოდნენ მის გათავისუფლებას. როგორც მან სასამართლოს დარბაზის დატოვების შემდეგ განაცხადა, ის ბიძინა ივანიშვილის პირადი პატიმარი იყო.
"ჯერ ბრძოლა თავისუფლებისთვის ჩემთან მიმართებაშიც არ არის დამთავრებული. რადგან ის უმსგავსობა და დღევანდელი პროკურატურის ქმედება ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ ივანიშვილი და მისი მთავრობა საკონსტიტუციო სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას არ შეეგუება, ვერ ეგუება. დღეს უბრალოდ სასამართლო იყო გამოუვალ მდგომარეობაში. მინდა აქედან მივმართო ბიძინა ივანიშვილს, ძალიან კარგად ვიცი, რომ მე და არა მარტო, ვიყავი მისი პირადი პატიმარი. მისი პირადი პატიმრები რჩებიან საპატიმროში და მე დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე მათაც გავათავისუფლებთ. რაც ტურავას და ბევრი მოსამართლის საქციელი ნახეთ ამ პერიოდის განმავლობაში, ჩემთან თუ სხვებთან მიმართებაში, ისევე როგორც მე, იყავით მზად, ჩემს შვილებს ვეუბნები, რომ იყვნენ მზად, ესენი ჩასაფრდებიან და რევანშისთვის მოემზადებიან. მე რევანშის არ მეშინია, ისევე როგორც იმ პირველი გზის, რომელიც გავიარე, " - განაცხადა სასამართლო დარბაზის დატოვების შემდეგ გიგი უგულავამ.



0
122
4-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:Guns N Roses
Guns N Roses
Mediator image
122
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0