სხვა როგორ "გაეკაიფნენ" ელტონ ჯონს პუტინის სახელით(ვიდეო) 2015, 17 სექტემბერი, 21:25 ![]() რუსმა პრანკერებმა ვოვანა და ლექსუსმა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის სახელით დარეკეს ცნობილ ბრიტანელ მომღერალთან და მზადყოფნა გამოთქვეს ლგბტ პირების პრობლემებზე სასაუბროდ."პრეზიდენტმა" მომღერალი რუსეთში ნოემბრის დასაწყისში მიიწვია. "პრანკერები გაერთნენ, თუმცა ჰომოფობია არაა სასაცილო თემა-აღნიშნა მომღერალმა-მე მიყვარს რუსეთი და ჩემი წინადადება რუსეთის პრეზიდენტისადმი კვლავაც ძალაშია-ვისაუბროთ ლგბტ პირების უფლებებზე." მისივე სიტყვებით იგი სულაც არაა გაბრაზებული სატელეფონო ხულიგნებზე, პირიქით მადლობელოც კია. "თუ ეს მოულოდნელი ინციდენტი შეაჩერებს ჩემ მისწრაფებებს ცხოვრებაში, მაშინ მოხარულიც ვარ, რომ გამამასხარავეს"-აღნიშნა მომღერალმა. "პუტინთან" და პრესსპიკერ "დიმიტრი პესკოვთან"საუბარში ელტონ ჯონმა რუსეთის პრეზიდენტს ერთ-ერთი ყველაზე ზეგავენიანი პირი უწოდა მსოფლიოში. ![]() შეგახსენებთ "პუტინთან" საუბარი სერ ელტონ ჯონმა საკუთარ „ინსტაგრამზე“-ზე გამოაქვეყნა და ეს ახალი ამბავი უმალ აიტაცა მსოფლიოს საინფორმაციო საშუალებებმა, თუმცა ოფიციალურმა კრემლმა უარყო მსგავსი საუბარი..როგორც აღმოჩნდა ცნობილი პოპ-მომღერალი გააბაბიბურეს. 338 8-ს მოსწონს 1-ს არა
|