x
უკრაინის პრეზიდენტის საიტზე, სააკაშვილის გადაყენების პეტიცია დარეგისტრირდა

imageუკრაინის პრეზიდენტის პეტრე პოროშენკოს ოფიციალურ საიტზე, პეტიციების განყოფილებაში, ოდესის გუბერნატორის პოსტიდან სააკაშვილის გადაყენების პეტიცია დაარეგისტრირდა.
"სააკაშვილმა, გუბერნატორის პოსტზე ყოფნის სამი თვის განმავლობაში ვერც ერთი დანაპირები ვერ შეასრულა, რის გამოც გადაყენებული უნდა იქნეს..." აღნიშნულია ტექსტში.
პეტიციაში, მიხეილ სააკაშვილის ერთადერთ დამსახურებად "თვითრეკლამაა" აღნიშნული.
უკრაინული კანონმდებლობის გათვალისწინებით, პრეზიდენტის საიტზე განთავსებულ პეტიციას, განთავსებიდან 3 თვის მანძილზე 25.000-მა ადამიანმა უნდა მოაწეროს ხელი, იმისათვის რომ პრეზიდენტმა ეს საკითხი განიხილოს და გადაწყვიტოს.
დღეს განთავსებულ სააკაშვილის გადაყენების პეტიციას კი - ათამდე ადამიანის ხელმოწერა აქვს.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტ პოროშენკოს საიტზე, განთავსებულია კიდევ ერთი პეტიცია, სააკაშვილის უკრაინის პრემიერად დანიშვნის მოთხოვნით, რომელმაც ერთი თვის მანძილზე 25.000-ზე მეტი ხელმოწერა მოაგროვა.

0
1185
5-ს მოსწონს
ავტორი:უჩა
უჩა
1185
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0