მიმოხილვა თანამედროვე და მომავლის ავტომობილები 2012, 25 მაისი, 2:34 დღეს, მე მინდა შევეხო მომავლის ავტომობილების თემას.საზოგადოების უმრავლესობას ჰგონია, რომ მომავლის ავტომობილებში იგულისხმება მფრინავი, ან ყოვლისშემძლე მანქანები...სინამდვილეში ამ ტერმინში იგულისხმება ავტომობილი - ჰიბრიდები, რომლებიც დღესდღეობით საქართველოში თუ არა, მსოფლიოს სხვა განვითარებულ ქვეყნებში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ტრადიციულად, ჩვეულებრივი ავტომობილი აღჭურვილია მხოლოდ შიდაწვის ძრავით, რომელიც ბენზინზე ან დიზელზე მუშაობს. ჰიბრიდ ავტომობილს კი შიდაწვის ძრავთან ერთად აქვს მეორე, დამატებითი ელექტრო ძრავი, რომელიც შიდაწვის ძრავის მუშაობის შედეგად იტენება და სრული დატენვით გადის 90 - 110 კმ-ს. ეს კი რა თქმა უნდა დიდი შეღავათია თანამედროვე ადამიანის ეკონომიკური მდგომარეობისთვის....მაგალითად: ავიღოთ ჰიბრიდი-ავტომობილი TOYOTA Prius, პირველი სერიული ჰიბრიდული ავტომობილი, რომელიც გამოსვლის დღიდანვე დიდი პოპულაროვით სარგებლობს თავისი ეკონომიურობით ფასით.ავტომობილი აღჭურვილია 4 - ცილინდრიანი 1.5 ლიტრი მოცულობის ბენზინის ძრავით და მეორე ელექტრო ძრავით. ეს კი ასევე ჰიბრიდი Hyundai Sonata Hybrid - ია, რომელიც ტოიოტას აღნიშნულ მოდელთან ერთად მყარად დგას მსოფლიო ავტო-ბაზარზე. გარდა ჰიბრიდი ავტომობილებისა, არც ისე დიდი ხანია მსოფლიო ბაზარზე გამოცდნენ ელექტრო-მობილები, რომლებიც მხოლოდ დენით საზრდოობენ.ტრადიციულ ასეთი ტიპის ავტომობილს აქვს მხოლოდ ერთი, დენის ძრავა.მისი დატენვა ხდება ჩვეულებრივი დენის წყაროდან 3-4 საათის განმავლობაში.სრულად დატენილი ძრავი კი საშუალებას მოგცემთ 110-150 კმ გაიაროთ ფაქტიურად მიზერულ თანხად.თან ამასთან ერთად გავითვალისწინოთ ჩვენი პლანეტის მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობა. წარმოგიდგენთ დღესდღეისობით ყველაზე პოპულარულ სერიულ ელექტრო მობილს Chevrollet Volt რომელმაც რევოლუცია შეიტანა ელექტრო მობილებში...ავტომობილი არის სრულიად უსაფრთხო, თანამედროვე ელეგანტური დიზაინის და რაც მთავარია ძალიან ძალიან ეკონომიური... P.S. იმედია მოგეწონებათ...))) 1190 6-ს მოსწონს |
კარგი სტატიაა