x
მეტი
  • 19.07.2024
  • სტატია:136048
  • ვიდეო:351963
  • სურათი:510305
რუსეთში ვარაუდობენ, რომ სულ მალე "მერსედესი" და BMW ისტორიას ჩაბარდება
image

ამასობაში რუსული მედია იტყობინება, რომ საწყობებში გაიზარდა ჩინური სატვირთო მანქანების მარაგი.


რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის, მაქსიმ ორეშკინის განცხადებით, "მერსედესი" და BMW შესაძლოა უახლოეს წლებში გაქრეს.


მისი თქმით, მათ შეუძლიათ დარჩნენ როგორც ბრენდები, მაგრამ ისინი გაიმეორებენ Volvo-ს ბედს და აღარ იქნებიან ევროპული მანქანები.



ორეშკინმა გაიხსენა საუბრები ჩინური ავტომობილების მიერ რუსული "ბაზრის დაპყრობის" შესახებ.


ამავე დროს, ის ირწმუნება. რომ ეს ვითარდება არა მხოლოდ რუსეთშია, არამედ ყველგან, ჩინელი ავტომწარმოებლები ავტომობილების მთავარ ექსპორტიორებად იქცნენ მთელს მსოფლიოში.


”არ გამიკვირდება, თუ 10 წელიწადში ისეთი კომპანიები, როგორიცაა Mercedes და BMW, ჩაბარდებიან ისტორია”, - თქვა მაქსიმ ორეშკინმა გამოცემის Expert-ის ჟურნალისტებთან ინტერვიუში.


რუსმა ჩინოვნიკმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპელ მწარმოებლებს არც გაყიდვების ბაზარი აქვთ და არც ის ტექნოლოგიური უპირატესობა, რაც 5-7 წლის წინ ჰქონდათ.


ამის ფონზე, კომერსანტი წერს, რომ რუსეთში საწყობებში 11 ათასზე მეტი ჩინური სატვირთო და 6, 5 ათასზე მეტი თვითმცლელი არის დაგროვილი.


ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ჩინეთში წარმოებული მძიმე ტექნიკის ასეთი მარაგი მომავალი წლის თებერვალ-მარტამდე გაგრძელდება.


მხედველობაში მიიღეს გაყიდვების საშუალო თვიური ტარიფები, ასევე მარაგები ამ სეგმენტის მთავარი მომწოდებლებისგან.


ბოლო მონაცემებით, 2022 წელს მთელს მსოფლიოში დამზადდა 85 მილიონი ავტომობილი, აქედან ლომის წილი მოდის ჩინეთზე-27, 020, 615 ავტომობილი, მეორე ადგილზეა აშშ- 10, 060, 339 ავტომობილი, მესამეზე იაპონია-7, 835, 519 ავტომობილით.


მთავარ ფოტოზე:ჩინური თვითმცლელი Shacman

2
469
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
469
  
25 იანვარი, 22:18
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Sexy18.pw
9 იანვარი, 19:45
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2