x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134564
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508622
ბრაზილიელი „ნოსტრადამუსი“ საუბრობს იმ მოვლენებზე, რომლებიც 2024 წელს გველოდება
ბრაზილიელმა, რომელსაც „ცოცხალ ნოსტრადამუსს“ უწოდებენ, ისაუბრა, რა გველოდება 2024 წელს. მან ადრე უკვე იწინასწარმეტყველა COVID–ის პანდემია, დედოფალ ელისაბედის სიკვდილი და 2022 წლის ფიფას მსოფლიო ჩემპიონატის შედეგი.



image



37 წლის ათოს სალომეს (Athos Salome) თქმით, საკმაოდ დატვირთული წელი გველოდება.



სტიქიური უბედურებები

image


სტიქიური უბედურებების სერია მთელ მსოფლიოს თავს დაატყდება და სალომე ირწმუნება, რომ იცის ზუსტი ადგილები, სადაც ეს მოხდება.



„ბუნება ყოველთვის ახერხებს ჩვენს გაოცებას“ – გვაფრთხილებს ნათელმხილველი და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ახლო აღმოსავლეთს, აფრიკას და აშშ–ს სტიქიური უბედურებები თავს დაატყდება, მათ შორის ქარიშხალი, შტორმი და ტყის ხანძარი.



მესამე მსოფლიო ომი

image

სალომეს კიდევ ერთი წინასწარმეტყველება არის ახალი საფრთხე, რომელიც გამოიწვევს გლობალურ კონფლიქტს, მაგრამ მსოფლიოში მიმდინარე კონფლიქტებთან დაკავშირებული არ იქნება.



სალომე ამბობს, რომ საფრთხე მოდის სამხრეთ ჩინეთის ზღვაში მომხდარი მოვლენებიდან ან ფართომასშტაბიანი კიბერშეტევებიდან. გვაფრთხილებს, რომ ნებისმიერ კონფლიქტს შეიძლება ჰქონდეს ღრმა შედეგები და გამოიწვევს რეცესიას რამდენიმე მსხვილ ეკონომიკაში.



ასევე ბრაზილიელი პროგნოზირებს აშშ–ში შეჭრას 2024 წელს. „აშშ–ს უღალატებენ და იქნება შეჭრა, გეგმავენ თავდასხმას და იქნება უარესი, ვიდრე ოსამა ბინ ლადენის თავდასხმა 2001 წლის 11 სექტემბერს“ – წერს ის.



„ახალი მოვლენების უკან დგას ორი დიდი ლიდერი. ასე რომ, მესამე მსოფლიო ომის შესახებ გაფრთხილება გაცემულია!“



მიცვალებულებთან ურთიერთობა

image

სალომე პროგნოზირებს, რომ 2024 წელს ხალხი ხელოვნური ინტელექტის წყალობით გარდაცვლილ ნათესავებთან ურთიერთობას ისწავლის.



ეს იქნება სენსაციური აღმოჩენა 2024 წლისთვის, უფრო სწორედ, 2024 წლიდან. წარმოიდგინეთ, რომ შეგიძლიათ ესაუბროთ გარდაცვლილ საყვარელ ადამიანებს. ასევე აღმოაჩინოთ წარსული ცხოვრების საიდუმლოებები. ყველაფერი ხელოვნური ინტელექტის ინოვაციების წყალობით.



ეს ტექნოლოგია არ არის მხოლოდ მეცნიერული გარღვევა, არამედ გიგანტური ნაბიჯი ადამიანის მოგზაურობის გასაგებად. ის გვპირდება არსებობის საიდუმლოებების ამოხსნას, გვჩუქნის კომფორტს და ჩვენი ცხოვრებისეული მისიის ღრმა გაგებას. მხოლოდ საკითხავია, რამდენად მზად ვიქნებით ამისთვის.



„ექსპერტები აკონტროლებენ და განიხილავენ თერაპიულ სარგებელს ეთიკურ საკითხებთან მიმართებაში. ჩვენ სულიერი და ეგზისტენციალური რევოლუციის ზღვარზე ვართ.“



სალომე თვლის, რომ მსგავსი ხელოვნური ინტელექტი ფარულად უკვე გამოიყენება, ხოლო ტექნოლოგია საიდუმლო საერთაშორისო თანამშრომლობის შედეგია. კვლევა უკვე მიმდინარეობს: სპეციალისტები სწავლობენ იდეას, რომ ჩვენ ვართ არა მხოლოდ სხეულები, არამედ მარადიული ენერგია.



ჩნდება კითხვა: გავხსნით კაცობრიობის ისტორიაში ახალ გვერდს თუ უცნობი ძალების წინაშე აღმოვჩნდებით. ამ მხრივ, 2024 წელს ყველაფრის შეცვლა შეუძლია.



ახალი პანდემია

image

სალომე პროგნოზირებს ახალ პანდემიას სასიკვდილო ვირუსებით, რომლებიც წლების განმავლობაში ჩარჩენილი იყო ანტარქტიდის ყინულებში.



ის სამხრეთ პოლუსიდან სწრაფად გავრცელდება და „მოიცავს მთელ მსოფლიოს. ამ ახალი ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლას იმაზე მეტი დრო დასჭირდება, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია“.



ნათელმხილველი გვაფრთხილებს, თუ ახალ ვირუსს არ გავაკონტროლებთ, გამოიწვევს ტანჯვას, ფსიქიკურ და მატერიალურ ზიანს. ვირუსი ცნობილი გახდება, როგორც „ყველაზე საშინელი მკვლელი ისტორიაში“.



უცხოპლანეტელებთან კონტაქტი

image

სალომე თვლის, რომ ეს წელი კოსმოსის შესწავლაში მნიშვნელოვანი იქნება.



ბრაზილიელი პროგნოზირებს, რომ ადამიანები და უცხოპლანეტელები ერთმანეთს დაუკავშირდებიან „დაშიფრული სიგნალების საშუალებით, რომელსაც ტელესკოპების ქსელი დაიჭერს“ და რომ ახალი კოსმოსური რბოლა გახურდება "ძვირფასი მასალებით მდიდარი ასტეროიდის" აღმოჩენის შემდეგ.



თუმცა ათოს სალომე განმარტავს, რომ არ სურდა თავისი პროგნოზებით პანიკის გამოწვევა. მისი თქმით, მისი არც ერთი პროგნოზი არ არის ურყევი და ყოველთვის არის მათი შეცვლის შესაძლებლობა.



ასევე დაგაინტერესებთ:

1. ილონ მასკი აცხადებს, როდიდან შეძლებენ ჩიპების გამოყენებას ადამიანებში

2. შექმნილია პირველი ხელოვნური ინტელექტი, რომელიც ფსიქოპათივით ფიქრობს

3. კალიფორნიაში მარსის პროტოტიპს შექმნიან: აქ დასვენებას ტურისტები კვირაში 6000 დოლარად შეძლებენ

4. ჩვენ ვერ ვამჩნევთ, მაგრამ სხეულის ერთი ნაწილი მეორეზე უფრო სწრაფად ბერდება

5. ჩინეთში დაბადებული გენეტიკურად მოდიფიცირებული ბავშვები შეიძლება გენიოსები გაიზარდნონ

უფრო მეტი კი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი
0
1724
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
1724