x
მეტი
  • 01.03.2024
  • სტატია:133592
  • ვიდეო:355474
  • სურათი:507980
რატომ ატარებენ ამერიკულ ციხეებში პატიმრები ნარინჯისფერ ფორმებს? გიხსნით მარტივად!

image


ამერიკული ციხის არაერთი სპეციფიკური მომენტი ოკეანისმიღმა ფილმებიდან ჩვენთვის კარგად არის ცნობილი. იქ პატიმრები როგორც წესი, მკვეთრ, ნარინჯისფერ ფორმებში არიან გამოწყობილი, მაგრამ ისმის ლოგიკური კითხვა, რატომ მაინცდამაინც ნარინჯისფერში? გიხსნით.. პირველ რიგში, მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის ნებისმიერ ციხეში ყოველთვის ცდილობენ პატიმრებს ერთი და იგივე ტანსაცმელი ჩააცვან. ეს სისტემის ერთ-ერთი მახასიათებელია, ვინაიდან ასე ადამიანს დანარჩენებისგან გამორჩევის შესაძლებლობას ართმევ, შესაბამისად, ამ ფორმით მისთვის უფრო კარგად ხდება თავისი სასჯელის გააზრება, ამასთან, ციხის ტანსაცმელი ასევე უნდა იყოს გამორჩეული, რათა გაქცევის შემთხვევაში პატიმარი ადვილად იქნეს შემჩნეული.


image


შეერთებულ შტატებში პატიმრების კვეთრ ფერებში შემოსვას ცდილობენ, რათა მცველებს მათი გადაადილება, ისევე როგორც ზემოდან, ასევე შორიდან შეუმჩნეველი არ დარჩეთ. მკვეთრი ნარინჯისფერი კი ბუნებაში იშვიათია, ამიტომ თუ პატიმარი გაქცევას გადაწყვეტს, მისი დანახვა ადვილი იქნება, მაგალითად, მწვანე ტყის ან თეთრი თოვლის ფონზე.


image


სხვათაშორის, ამერიკელი პატიმრების ტანსაცმლის ფერადი გრადაციაც (ციხის ფორმა) არსებობს. ყველასთვის ნაცნობი ნარინჯისფერი ნიშნავს რომ თქვენ წინაშე მყოფი პირი საშუალო სიმძიმის პატიმარია, ხოლო ბევრად უფრო იშვიათი, მკვეთრი წითელი ფერის უნიფორმა იმის მანიშნებელია, რომ მისი პატრონი განსაკუთრებით საშიში ტიპია, რომელიც გაქცევისკენაა მიდრეკილი, თუმცა ისეც ხდება რომ ზოგჯერ ამერიკელი პატიმრები ვარდისფერ ფორმას ატარებენ. ეს ფერი შეიძლება გამოყენებულ იქნას, მაგალითად, იმ პატიმრების აღსანიშნავად, რომლებიც ციხის წესების დაცვაზე კატეგორიულ უარს აცხადებენ. ნარინჯისფერის ამერიკელი პატიმრიების ჩაცმულობაში გამოყენება ასი წლის წინ დაიწყეს, ამასთან ციხის ფორმა თავდაპირველად ზოლიანი, ნარინჯისფერ - თეთრი იყო.


image


ნარინჯისფერის მხარეს დგანან ასევე კრიმინალური ფსიქოლოგებიც, რომლებიც დარწმუნებულები არიან, რომ მკვეთრი ნარინჯისფერი ადამიანის ფსიქიკას ისე არ თრგუნავს, როგორც მუქი შავი ან ლურჯი. შესაბამისად, პატიმარს უფრო მეტი შანსი აქვს, ციხის კედლებში ბევრი რამე გადააფასოს და თავისუფლებაზე უფრო სუფთა სინდისით გამოვიდეს.


image


თუმცა, არსებობს ამერიკის ტერიტორიაზე ისეთი ადგილები, სადაც პატიმრები სრულიად მშვიდად ატარებენ, მაგალითად, ჯინსებსა და ლურჯ პერანგებს. ნარინჯისფერ სამოსს კი მათ მხოლოდ ტრანსპორტირებისას აძლევენ – რათა ისინი ციხის ცნობილი ავტობუსებიდან არ გაიქცნენ.






0
367
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
367