x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134361
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508430
Duesenberg - ამერიკული ავტოკომპანიის ისტორია
image
ლეგენდარული
მოდელი - Duesenberg Model J (1933)


1913 წელს ამერიკაში, აიოვას შტატში, ქალაქ დემოინში წარმოშობით გერმანელმა ძმებმა ფრედერიკ და ავგუსტ დიუზენბერგებმა დაარსეს კომპანია Duesenberg Automobile & Motors Company, Inc. ძმები თვითნასწავლი ინჟინერები იყვნენ და ქმნიდნენ საკუთარ ექსპერიმენტალურ ავტომოდელებს. Duesenberg თავის დროზე ერთერთი საუკეთესო და ძვირადღირებულ ავტომობილებს აწარმოებდა, რომლებსაც მთლიანად ხელით აწყობდნენ.

image 1914 წელს ედი პიკენბეკერმა Duesenberg-ით მეათე ადგილი დაიკავა რბოლაში „ინდიანაპოლისის 500 მილი“. ამ შეჯიბრში 1924, 1925 და 1927 წლებში უკვე გამარჯვება მოიპოვს Duesenberg-ის მოდელებმა.

პირველი მსოფლიო ომის დროს გენერალ ბოლინგის ბრძანებით კომპანია აწარმოებდა საავიაციო ძრავებს Bugatti U-16

1921 წელს ჯიმი მერფი სწორედ Duesenberg-ით გახდა პირველი ამერიკელი მრბოლელი, რომელმაც გამარჯვება მოიპოვა საფრანგეთში, ცნობილ ლე მანის რბოლაში.

Duesenberg Model A
გამოდიოდა 1921-1927 წლებში

პირველი მსოფლიო ომის ბოლოს კომპანიამ შეწყვიტა სავიაციო და საზღვაო ძრავების წარმოება. 1919 წელს ძმებმა მინესოტას და ნიუჯერსის ქარხნები ჯონ უილისს მიჰყიდეს, თვითონ კი 1920 წელს ინდიანაპოლისში ახალი ქარხანა გახსნეს, რომლსაც ეკავა 69000 კვადრატული მეტრი ფართობი.image
თუმცა ძმები დიუზენბერგები მსოფლიო მნიშვნელობის ინჟინრები იყვნენ, მათ არ გააჩნდათ მეწარმის და მმართველისთვის საჭირო უნარები. სამწუხაროდ Duesenberg Model A-ს ყველა ავტომობილი ვერ გაიყიდა. ეს იყო ძალიან ძვირადღირებული ($6500.00), მოწინავე ტექნოლოგიებით აღჭურვილი მოდელი, იყო წინამორბედებთან შედარებით მსუბუქი, მძლავრი და სწრაფი. ამ დროის ცნობილი ადამიანებიდან იგი ჰყავდა რუდოლფ ვალენტინოს (ამერიკელი კინომსახიობი 1895-1926) და ტომ მიკსს (ამერიკელი მსახიობი 1880-1940).მოდელი 6 წლის განმავლობაში იწარმოებოდა მაგრამ მხოლოდ 650 ერთეულის გაყიდვა მოხერხდა, მიუხედავად იმისა რომ ის ხშირად იყო რბოლებში გამარჯვებული. თუმცა ამან კომპანიას სახელი და პრესტიჟი მოუტანა.

1920 წელს კომპანია „Duesenberg Automobile and Motors Corporation of Indianapolis“-ის პრეზიდენტი და ვიცეპრეზიდენტი ვან ზანდტი და ლუთერ რანკინი გახდნენ, ხოლო ძმებმა დიუზენბერგებმა მთავარ ინჟინრებად გააგრძელეს კომპანიაში მოღვაწეობა.
1923 წელს ვან ზანდტმა დატოვა კომპანია.

1925 წელს ფრედერიკ დიუზენბერგი ხდება კომპანიის პრეზიდენტი და სახელს უცვლის მას. ამიერიდან კომპანიას ქვია „Duesenberg Motors Corporation“.

imageDuesenberg Model X გამოდიოდა 1926-1927 წლებში

ეს არის კომპანიის უიშვიათესი მოდელი, რომელიც მხოლოდ 13 ერთეული დამზადდა. ის იყო Duesenberg Model A-ს სპორტული ვერსია უფრო მძიმე და გრძელი შასით. მისი 100 ცხენისძალიანი ძრავი საშუალებას აძლევდა ავტომობილს განევითარებინა 160 კმ საათზე მეტი სისწრაფე.

Duesenberg Model J გამოდიოდა 1928-1937 წლებში

1926 წელს ელ კორდმა (Auburn Automobile-ს მფლობელმა) და რამდენიმე სხვა სატრანსპორტო კომპანიამ ძმები დიუზენბერგებისგან შეიძინეს „Duesenberg Motors Corporation“, რათა მათი გამოცდილებით შეექმნათ სწრაფი, მძლავრი და კომფორტული ავტომობილები. კორდმა შესთავაზა ფრედერიკ დიუზენბერგს აეწყოთ ისეთი მდიდრული მოდელი, რომელიც კონკურენციას გაუწევდა იმ დროისთვის ძვირადღირებულ ავტომობილებს, როგორებიც იყო Hispano-Suiza, Isotta-Fraschini, Mercedes-Benz და Rolls-Royce. მართლაც, ფრედერიკ დიუზენბერგმა შექმნა ლეგენდარული Model J, რასაც 27 თვე მოანდომა.

კომპანიის პირველი პროტოტიპული მოდელი შეიქმნა 1927 წელს, ეს იყო Duesenberg Model Y. imageსულ დამზადდა ორი მოდელი 5, 2 ლიტრიანი ძრავით. ფრედერიკი თვლიდა რომ მოდელი მსუბუქი ძარით და მძლავრი ძრავით საინტერესო იქნებოდა კომპანიისთვის, მაგრამ კორდი არ დაეთანხმა მას და მოდელი წარმოებაში არ ჩაუშვეს. თითქმის იგივე ბედი ეწია Model N-ს, ის ოდნავ განსხვავდებოდა წინა მოდელისგან და არც ერთი ცალი არ აუწყვია კომპანიას.დავუბრუნდეთ ისევ Duesenberg Model J-ს.
კომპანიამ ეს მოდელი წარმოადგინა 1928 წლის 1 სექტემბერს ნიუიორკის ავტოსალონში, ხოლო ევროპაში 1929 წელს Salon de l’automobile de Paris-ზე. ნიუიორკში წარმოდგენილი მოდელი იყო შავი და ვერცხლისფერი ძარით - ორმაგი ფაეტონი LaBaron-სგან. „დიდი დეპრესიის“ დაწყებამდე, 1929 წელს კომპანიამ ააწყო 200 მოდელი, ხოლო 1930 წელს კიდევ 100 მოდელი დაკვეთით.
image Duesenberg Model J-ს ძრავები იწყობოდა იმ პერიოდის ყველაზე წარმატებული სპორტული ძრავების მიხედვით და თუმცა ამ ძრავებს თვითონ Duesenberg აპროექტებდა, მათ აწყობდა კომპანია Lycoming, რომელიც კორდის მფლობელობაში გახლდათ. ამ ძრავებს შეეძლოთ გამოემუშავებინათ 265 ცხენის ძალა (198 კვ). ასეთი მძლავრი ძრავით ავტომობილს შეეძლო განევითარებინა 192 კმ საათში. მოდელს ჰქონდა სტანდარტული შასი, ფარები, რადიატორი, ფრთები ხოლო სხვა დანარჩენი კლიენტის დაკვეთის მიხედვით კეთდებოდა. ძარის დამზადება ხდებოდა ამერიკულ და ევროპულ კომპანიებში. ამ მოდელის ძარების თითქმის ნახევარი დამზადებული იყო კომპანიის მთავარი დიზაინერის გორდონ ბაირიგის (Gordon Buehrig) დიზაინით, დანარჩენები კი მზადდებოდა კერძო კომპანიებში: Derham, Holbrook, Le Baron, Murphy, Rollston (მოგვიანებით კომპანიას დაერქვა Rollson), Walker, Weymann и Willoughby და Duesenberg-ის შვილობილი კომპანიები ჩიკაგოში, ნიუიორკში, ლოსანჟელესში, ფილადელფიაში, ფლორიდაში და დენვერში, ევროპაში კი Fernandez et Darrin, Franay, Gurney Nutting, Saoutchik.

შასის ღირებულება შეადგენდა $8500 (1932 წლიდან $9500). საბაზისო მოდელის ღირებულება მერყეობდა $13000-დან $15000-მდე. ამერიკაში აწყობილმა ორი მოდელის ფასმა $25000 მიაღწია. ეს ძალიან მაღალი ფასი იყო იმ პერიოდისთვის. Duesenberg Model J ყველაზე სწრაფი და ძვირადღირებული ავტომობილი იყო ამერიკულ ბაზარზე.

მას კომპანია 1937 წლამდე აწარმოებდა და მთელი წარმოების მანძილზე რამდენიმე ტექნიკური ცვლილება შეიტანეს. მაგალითად, თავიდან მოდელს ჰქონდა ოთხსიჩქარიანი გადაცემათა კოლოფი, რომელიც ძლიერimage
ძრავს ვერ უმკლავდებოდა და მოგვიანებით შეცვალეს სამსიჩქრიანი არასინქრონიზირებული გადაცემათა კოლოფით. სამწუხაროდ Duesenberg ვერ გადავიდა სინქრონიზირებულ გადაცემათა კოლოფზე, როგორებიც უკვე გააჩნდათ ამერიკულ ავტომობილებს. მოდელის შასი და მოტო9რები 1929 და 1930 წლებში შეიქმნა. მიუხედავად ამისა, ის გაყიდვაში იყო 1937 წლამდე. Duesenberg Model J-ს ერთერთი ვერსია (Duesenberg Model SJ) ავითარებდა 217-225 კმ საათს. 0-დან 97 კმ საათის მისაღწევად სჭირდებოდა 8 წამი, ხოლო 160 კმ საათისთვის 17 წამი. ყველა Duesenberg წონაში 2, 5 ტონამდე (ან უფრო მეტიც!) იყო.

Duesenberg Model SJ დებიუტიდან სულ მალე ფრედერიკ დიუზენბერგი გარდაიცვალა და კომპანიაში მისი ადგილი მისმა ძმამ, ავგუსტ დიუზენბერგმა დაიკავა.

imageDuesenberg Model SJ ახალი მოდიფიკაცია იყო Duesenberg Model SSJ, რომელსაც 6, 9 ლიტრიანი, 400 ცხენისძალიანი (298 კვ) ძრავი ჰქონდა. მის ძარას აწარმოებდა კომპანია Auburn-ის ერთერთი ქვეგანყოფილება Central Manufacturing Company (ინდიანას შტატი, ქალაქი კონერსვილი).


არსებობდა კიდევ ერთი მოდიფიკაცია Duesenberg Model JN, Rollston ძარით. იგი მხოლოდ 10 ერთეული დამზადდა 1935 წელს.

Duesenberg გახდა სიმდიდრის, სტატუსის და პრესტიჟის სიმბოლო ამერიკასა და ევროპაში. მისი მფლობელები იყვნენ ამერიკელი მსახიობი ჰარი კუპერი (Gary Cooper), ამერიკელი მსახიობი უილიამ კლარკ ჰეიბლი (William Clark Gable), ამერიკელი განგსტერი ალ კაპონე (Alphonso Gabriel Capone), ამერიკელი მსახიობი გრეტა გარბო (Greta Garbo), ამერიკელი მსახიობი მეი ვესტი (Mae West), ამერიკელი მსახიობი მერიონ დევისი (Marion Davies), ამერიკელი მსახიობი ტაირონ პაუერი (Tyrone Edmund Power), ამერიკელი მედიამაგნატი და გამომცემელი უილიამ რანდოლფ ჰარსტი (William Randolph Hearst) და სხვა. ევროპაში ამ ავტომობილის მფლობელები

იყვნენ უინძორის ჰერცოგი, რუმინელი თავადი ნიკოლაი, იუგოსლავიის დედოფალი მარია, იტალიის მეფე ვიქტორ ემანუილ III, ესპანეთის მეფე ალფონს XIII. თავდაპირველად ავტომობილის მყიდველები image
ძირითადად ნიუიორკიდან იყვნენ, რადგანაც ის იყო მაშინდელი ამერიკის ფინანსური ცენტრი. „დიდი დეპრესიის“ შემდეგ ავტომობილი უკვე სხვა შტატებშიც იყიდებოდა და ოცდაათიან წლებში იგი ჰოლივუდის ვარსკვლავებსაც ჰყავდათ.

Duesenberg Model J, ყველა მოდიფიკაციით, აიწყო 481 ერთეული, რომელთაგანაც დღესდღეობით შემორჩენილია 378 ერთეული.

1937 წელს კორდის წარუმატებელი ფინანსური იმპერიის დანგრევის შემდეგ Duesenberg წყვეტს წარმოებას. მიუხედავად ამისა 1937 წლიდან 1940 წლამდე მაინც აიწყო Duesenberg-ის უკანასკნელი ორი მოდელი.

კომპანიის სახელი ალბათ დავიწყებას მიეცემოდა, მაგრამ ორმოცდაათიანი წლებიდან ის ავტოკოლექციონერების ინტერესის საგანი გახდა.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ავგუსტ დიუზენბერგმა რამდენჯერმე სცადა განეახლებინა ამ მარკის ავტომობილების წარმოება, მაგრამ ამან შედეგი ვერ გამოიღო. სამოციან წლებში ავგუსტის ვაჟმა, ფრიცმა და დიზაინერმა ვირჯილ ეკსნერმა შექმნეს ახალი ავტომობილი Imperial-ის შასით და Chrysler-ის ძრავით. მოგვიანებით ეს კონსტრუქცია იწარმოებოდა როგორც Stutz Bearcat.

სამოცდაათიან წლებში გამოდიოდა მოდელი Cadillac Fleetwood-ის ბაზაზე, თუმცა წარმოება არ იყო დიდი.

image1975 წელს, ფესტივალ „Auburn-Cord-Duesenberg“-ის დაარსებიდან ობერნში, ინდიანას შტატში, აიწყო ხუთი ეგზემპლარი Duesenberg II, რომელთაც ჰქონდათ Ford V8-ს ტრანსმისია და თანამედროვე კომფორტული ფუნქციები. მოდელები იქმნებოდა ძალიან ფაქიზად და დახვეწილად და თითქმის არაფრით განსხვავდებოდნენ ნამდვილი Duesenberg-სგან. ეს ავტომობილები გაიყიდა 225000, 00 ამერიკულ დოლარად.

მარკა - Duesenberg დღესაც სიმდიდრის და პრესტიჟის სიმბოლოდ ითვლება. სტატისტიკურად, წარმოებული მოდელების თითქმის ნახევარი, დაახლოებით 600 ერთეული ავტომობილი ახლაც მუშა მდგომარეობაშია. მოდელები J და SJ ყველაზე იშვიათ და სასურველ საკოლექციო მოდელებს წარმოადგენენ. Duesenberg-ის შესყიდვა (კარგ მდგომარეობაში) შესაძლებელია აუქციონებზე და მათი ფასი მილიონ დოლარზე მეტია. 2008 წელს Barrett-Jackson
აუქციონზე Duesenberg Model J, რომელიც ეკუთვნოდა გრეტა გარბოს, გაიყიდა 1, 400, 000 დოლარად ხოლო მეორე, Duesenberg Model J Murphy (1932 წელი), გაიყიდა 1, 700, 000 დოლარად image

4
186
11-ს მოსწონს
ავტორი:gurulo1980
gurulo1980
186
  
2012, 11 ივნისი, 11:10
მადლობა :))
2012, 27 მაისი, 3:37
შემეშალა გიშრომია თქო უნდა ეწეროს :D
2012, 27 მაისი, 3:37
საღოლ მაგრად მიშრომია ამ სტატიაზე კაია +1
0 1 4