მიმოხილვა ვის ვისგან გადაჰქონდა ავტომობილების ასლი?მოპარული ავტომობილების საუკეთესო ათეული 2018, 9 თებერვალი, 22:56 უნდა აღინიშნოს რომ სანამ ავტოდიზაინის ქურდობის ტოპ-10-ზე გადავიდოდეთ, უნდა ავღნიშნო, რომ ეს რეიტინგი პირობითია და მხოლოდ ზოგად ტენდეციას გამოხატავს.
მთლიანად თუ განვიხილავთ ყველაზე დაზარალებული გერმანია აღმოჩნდა, მეორე ადგილზე აშშ გახლავთ, შედარებით იოლად გადაურჩნენ დიზაინის და მთლიანად ავტომობილის ქურდობას საფრანგეთი და იტალია, ალბათ ამ ქვეყნების ავტოწაროების მიმართ ინტერესი იმიტომ იყო ნაკლები, რომ საბოლოოდ ხარისხით ასე თუ ისე, მაინც ჩამორჩებოდნენ გერმანულ თუ ამერიკულ ავტომობილებს.ბოლო წლებში კი "დაკოპირების" რეკორდსმენები ჩინელები არიან, მათ ამჟამად დაახლოებით 50 ავტომობილის დიზაინი და ტექნოლოგია აქვთ მოპარული, აქედან უმეტესობას იაპონელებს პარავენ.როგორც იტყვიან "ქურდის ქურდი ცხონდაო".... შენიშვნა: ქვემოთ მოცემულ სურათებზე ავტომობილებილების ფოტოები შემდეგი რიგითობით არის წარმოდგენილი: ჯერ ასლი, შემდეგ ორიგინალი. 1)Datsun 510 (გამოდიოდა 1968-73 წლებში) და BMW 2002 ( Neue Klasse) (გამოდიოდა 1962-1975) 2) Lexus LS 400-იაპონია( 1989-1992 წლის გამოშვება) და Mercedes-Benz W126(გამოდიოდა 1981-1991 წლები) 3)Toyota Celica(იაპონია)(გამოდიოდა 1970-1977) და Ford Mustang(აშშ)-გამოდიოდა 1964-1973 წლებში) 4) Geely Merrie 300-ჩინეთი-გამოდის 2003 წლიდან და Mercedes C კლასი W203-გერმანია, გამოდიოდა 2000-2007 წლებში. 5)Москвич-400(საბჭოთა კავშირი)-გამოდიოდა 1940-1956 წლებში და Opel Kadett K38(გერმანია, გამოდიოდა 1937-1940 წლებში) 6)Чайка» ГАЗ-13-საბჭოთა კავშირი-გამოდიოდა 1959-1981 წლებში და Packard Caribbean და Packard Patrician Mainline-აშშ-გამოდიოდა 1956-1958 წლებში. 7)Honda Accord-იაპონია(1976 წელი, პირველი თაობა) და Volkswagen Golf და Volkswagen Passat-პირველი თაობა 1973/74 წლები. 8)Laibao SRV-ჩინეთი-გამოდის 2009 წლიდან. Honda CRV- RD4–RD7-იაპონია, გამოდიოდა 2002-2006 წლებში. 9)Hongqi HQE-ჩინეთი, გამოდის 2009 წლიდან და Rolls-Royce Phantom-დიდი ბრიტანეთი, გამოდის 2003 წლიდან. 10) Dadi Shuttle-ჩინეთი, გამოდის 2005 წლიდან და Toyota Prado -იაპონია 2002 წლიდან გამოსული მოდელი და ეს უკანასკნელი Mitsubishi Pajero-ს ზეგავლენით შეიქმნა, თვითონ Mitsubishi Pajero-ს პირველი, 1983 წლის გამოშვება კი ფაქტობრივად ინგლისური Range Rover-ის 70-იანი წლების მოდელის ასლია. 1036 10-ს მოსწონს
|