x
image
K.P.
"ვიტირე! რა აზრი ექნებოდა ამ ცხოვრებას სხვანაირად"-ნანუკა ჟორჟოლიანის ემოციური განცხადება

image
ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში ემოციურ წერილს აქვეყნებს, რომელშიც ქალიშვილს, მარიამ გეგუჩაძეს სიყვარულსა და მონატრებაში უტყდება. "გუშინ, საბა სკოლაში მივიყვანე და იქვე დიდი ბავშვები იდგნენ. გამახსენდა შენი სკოლა, კლასი, შენ გამახსენდი და ვიტირე. მე ხომ ამ ბოლო დროს ჩვეულებრივი მტირალა ვარ, როცა შენ მენატრები. ისე მიყვარხარ, ისე რომ... ახლა, აქ რომ დავწერე მგონია რომ კარგად ვარ. თერაპიას გავს, ყვირილის შემდეგ რომ გეშვება ადამიანს. კიდევ კარგი რომ შენ გაგაჩინე. რა აზრი ექნებოდა ამ ცხოვრებას სხვანაირად ვერ ვიგებ"-წერს ნანუკა სოციალურ ქსელში.image

გუშინ ნანუკას ვაჟი საბა კოდუა პირველად მივიდა სკოლაში. "ძლივს დავიმახსოვრე ის დრო, როცა მარიამს შემიძლია დავურეკო. ანუ, ეცლება ჩემთვის. მომიყვება რა მოხდა ახალი მის ცხოვრებაში. საუბარი როგორც წესი მთავრდება ტექსტით: დე, ლექცია დამეწყო და მაშინ როცა მარიამს ლექცია დაეწყო, საბას ვულაგებ ჩანთას. ხვალ მიდის სკოლაში და ყველაზე კარგად ჯერ მხოლოდ ის გაიგო, რომ კარატეს ისწავლის და სკოლამდე ავა ავტობუსით. დანარჩენი არ აინტერესებს.

ყველაზე მაგარი შეგრძნება ყოფილა, როცა ერთი სტუდენტი ხდება და მეორე სკოლაში მიდის. თითქოს რაღაცას თავიდან იწყებ. ახალი შეგრძნებებით"-წერდა ნანუკა სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ რომ, ნანუკას უფროსი შვილი, მარიამ გეგუჩაძე საზღვარგარეთ ოჯახისგან შორს, ამერიკაში ცხოვრობს და სწავლობს. გოგონა პოლიტიკითაა დაინტერესებული. ვუსურვოთ მარიამს წარმატებები და ბედნიერი მომავალი... image

0
478
4-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
478
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0