საზოგადოება თიკა ჯამბურიას ყოფილი ქმარი, ბექა ხოფერია მალე მეორე შვილის მამა გახდება 2015, 13 სექტემბერი, 13:11
ახლად შექმნილ ოჯახს მალე ახალი წევრი შეემატება. ინას ფეხმძიმობის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე კვირის წინ გავრცელდა, სოციალურ ქსელში გავრცელებულმა ფოტომ კი მითქმა-მოთქმას წერტილი საბოლოოდ დაუსვა. წყვილი ამ ყველაფრის შესახებ კომენტარს არ აკეთებს. როგორც ჩანს, არ სურდათ ახალი ამბავი პრესისა და საზოგადოების განსახილველ თემად ექციათ. შეგახსენებთ, რომ თიკასა და ბექას სიყვარულის ისტორია დაახლოებით 5 წელიწადს ითვლიდა. სამწუხაროდ, 18 წლის ასაკში შექმნილი ოჯახი მალევე დაინგრა."სანამ ცოლს მოიყვანდა, იყო პერიოდი, როდესაც ძალიან უნდოდა შერიგება. მართლა არ ვიცოდი, რომ ცოლი მოჰყავდა. ამის შესახებ ჟურნალიდან შევიტყვე. მთელმა სამეგობრომ და მეც, ვიცოდით, რომ ბექა იმის გამო იყო რუსეთში წასული, რომ შევრიგებულიყავით და იქ გადავსულიყავით საცხოვრებლად. რატომღაც მოხდა ისე რომ ცოლი მოიყვანა. მე არასდროს არ მქონია დიდი სურვილი შერიგების, ალბათ ამიტომაც გადაწყვიტა დაოჯახება"-განაცხადა თიკამ. მიუხედავად ყველაფრისა, თიკა ბექასა და მის ახალ მეუღლეს ბედნიერებას უსურვებს. ბექა ხოფერია კი აღიარებს, რომ პირველი ოჯახი მისი შეცდომების გამო დაინგრა: "თიკასნაირი კარგი ადამიანები იშვიათად მოიძებნებიან. ჩემი ბევრი უაზრო და ბავშვური შეცდომის ბრალია, რომ ჩვენ ერთად აღარ ვართ." 474 5-ს მოსწონს
|