სხვა ინტერიერი პოპ-არტის სტილში 2015, 13 სექტემბერი, 9:15 ხშირად პოპ-არტის სტილი დაბნეულ და გაურკვეველ ატმოსფეროს ქმნის. ეს ინტერიერი სრულიად განსხვავებულია ჩვეულებრივი და სტადარტული ინტერიერებისგან, რომელიც ხშირად გვხვდება. პოპ-არტის სტილს ძირითადად სიახლის მოყვარული ადამიანები ირჩევენ, რომლებსაც ნათელი, მხიარული ფერები ხიბლავთ, გიჟური და თითქოს არაკომფორტული გარემო, მაგრამ სინამდვილეში ასე არაა... პოპ-არტის სტილისთვის დამახასიათებელი "უწესრიგობა" ზუსტადაც, რომ კომფორტულ გარემოს ქმნის. სადაც დამღლელი დღის შემდეგ სიამოვნებით შეძლებთ დასვენებას. 1.ნათელი სურათი ეს შეიძლება იყოს ერთი ან რამდენჯერმე განმეორდეს, როგორც წესი ჩვეულებრივი ინტერიერის სახლებში არ ვხვდებით, მაგრამ შესაძლებელია, ჩვენი მისაღები ოთახის ერთი კედელი, ასეთი სურათით გავაფორმოთ, რაც ნამდვილად ჭთამბეჭდავი იქნება. რა საკვირველია, ფოტოს ფერი და შინაარსი ჩვენი გემოვნებით უნდა ავარჩიოთ. 2.ავეჯი პოპ-არტის სტილისთვის არაა დამახასიათებელი სტანდარტული, ბურჯუაზიული ავეჯი, ხის ფერებითა და მასალით, აქ სრულიად განსხვავებულ სტილს ვხვდებით, რომელშიც მთავარი მკვეთკრი ფერებია. არ არის საჭირო ავეჯი ერთმანეთს ფერებში ეხამებოდეს, მთავარია, ფერთა გამა სწორად იყოს განაწილებული. 3. ე.წ Crazy Wall ეს არის კლასიკური პოპ-არტის სტილი. ეს სტილი თავისი ორიგინალობით გამოირჩევა, ჩვენ შეგვიძლია ჩვენი სურვილის მიხედვით მოვხატოთ კედელი ან გავაფორმოთ წარწერებით, თუმცა როცა ამ სტილს საძინებელ ოთახში ვიყენებთ, უმჯობესია თუ კედელს ზედმეტად არ გადავტვირთავთ. 4. მუსიკა და ფილმები პოპ-არტის ინერიერში ეს არის დემონსტრაცია, იმისა თუ რა მუსიკას უსმენთ, რომელი ფილმი ან მსახიობი გიყვართ, რას კითხულობთ და ასე შემდეგ... ერთი სიტყვით ნათლად გამოხატავს თქვენს სულიერ სამყაროს. 5. მყუდრო მიუხედავად ფერთა მრავალფეროვნებისა, პოპ-არტის სტილი კომფორტის მთავარ ელემენტს- სიმყუდროვეს არ კარგავს. მეტალითა და სარკეებით გაფორმებული ავეჯი ინერიერს კიდევ უფრო დახეწვილსა და მიმზიდველს ხდის. დარწმუნებული ბევრი ადამიანი და მათ შორის მეც, დიდი სიამოვნებით იცხოვრებდა პოპ-არტის ინტერიერის სახლში. მშვიდ და კომფორტულ გარემოს გისურვებთ! 53 2-ს მოსწონს
|