x
image
ციცი
Mediator image
ნანუკა ჟორჟოლიანი კახი კალაძეს-"ორღობის ჭორიკანასავით ილაპარაკო ერეკლე კოდუაზე, იმაზე მეტად ტეხავს..."(+ვიდეო)

image
ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალური ქსელის "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე აქვეყნებს ვიდეორგოლს, სადაც ყოფილი ფეხბურთელი და საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე მის მეუღლეს, კუდ-ის მაშინდელ უფროსს, ერეკლე კოდუას მადლობას უხდის და თავის სტატუსში კახის დაუნახავს და უმადურს უწოდებს:


"კახი კალაძე დიდხანს და უშედეგოდ ეძებდა კრიმინალების მიერ გატაცებულ ძმას. ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამ საქმის ხელახალი გამოძიება დაიწყო. მინისტრი ვანო მერაბიშვილი იყო. იყო ბევრი უძილო ღამე, დაკითხული ათობით მოწმე... არეული კვალი... და მაინც არ ნებდებოდნენ პოლიციელები და გამომძიებლები. ამ პოლიციელებს შორის იყო ერეკლე კოდუა, რომელმაც მართლა ძალიან ბევრი გააკეთა, რომ ცნობილი ფეხბურთელის ოჯახს, გაეგო რეალურად რა ტრაგედია დატრიალდა მის თავს. საქმე გაიხსნა... აღარ ვყვები რამდენჯერ მოატყუეს ოჯახი, გადაახდევინეს ძალიან დიდი ფული... გადააგდეს... აღარ ვყვები, როგორ ატყუებდნენ მათ, რომ გატაცებული ბავშვი ცოცხალი იყო...
ამ ყველაფრის შემდეგ, დაჯდე და ორღობის ჭორიკანასავით ილაპარაკო ერეკლე კოდუაზე, იმაზე მეტად ტეხავს, ვიდრე რემენასთან ძმაკაცობა და ორი ავტოგოლი. როცა ხარ დაუნახავი და უმადური, ხარ ასეთი ყველასთან. როცა ამას ივიწყებ, დაივიწყებ ყველაფერს ამ ქვეყანაზე. მათ შორის ვალდებულებებსაც საკუთარი ამომრჩევლის წინაშე. დანარჩენს გავარკვევთ სასამართლოში, სადაც აუცილებლად შევხვდებით ერთმანეთს."

image


0
159
2-ს მოსწონს
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
159
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0