x
image
Lerato
5 სანელებელი, რომელიც ანადგურებს მავნე ბაქტერიებს და იცავს ორგანიზმს

კარგად ცნობილი ფაქტია, რომ ბალახები და სანელებლები წარმოადგენენ ძლიერ ანტიბიოტიკებს. თუ მცირე დოზებით რეგულარულად დავუმატებთ საკვებში, იმუნურ სისტემას გავიძლიერებთ, შევამცირებთ ანთებით პროცესს და ხელს შევუწყობთ ორგანიზმში კარგსა და ცუდ ბაქტერიებს შორის ოპტიმალური ბალანსის დაცვას.


image


თქვენს რაციონში უფრო მეტი რაოდენობის სანელებლების დამატება, პოლიფენოლების – ძლიერი ანტიბიოტიკების რაოდენობის გაზრდის ერთ-ერთი საშუალებაა, რომელიც თავისუფალი რადიკალების ნეიტრალიზებას ახდენს, რაც მუდმივი მზის მოქმედებითა და ანტიმიკრობული აგენტების მეშვეობით იქმნება.


წარმოგიდგენთ 5 სანელებელს, რომელიც პოლიფენოლების მაღალი შემცველობით გამოირჩევა და რამდენიმე რჩევას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა მოახდინოთ თქვენი რაციონის დივერსიფიკაცია მისი მეშვეობით.


ველური თავშავა – მიკრობების წინააღმდეგ


image



ველური თავშავა იტალიური სამზარეულოს სინონიმია – მის გარეშე არ მზადდება არც პიცა და არც სოუსი მაკარონისთვის. მაგრამ თქვენ ასევე შეგიძლიათ თავშავა მოაყაროთ

ერბოკვერცხს, ბოსტნეულის სუპებს, სალათებს და შემწვარ ბოსტნეულს.


ადამიანები რომლებიც მიიეთმევენ ამ სანელებელს საკვებთან ერთად მცირე რაოდენობით, შეუძლიათ მიიღონ დამატებით ანტიპარაზიტული და ანტიდიაბეტური

დაცვა. გასაკვირი არ არის, რომ თავშავას უძველესი დროიდან იყენებენ როგორც ინფექციებთან ბრძოლის საშუალებას.


როზმარინი – ატონიზირებს ორგანიზმს


image


როზმარინი ძალიან კარგ გემოს აძლევს იმ კერძებს, რომელიც ღუმელშია მომზადებული, ძირნაყოფა შემწვარ ბოსტნეულს, უმატებენ ხორცის მარინადს და ასევე ძალიან უხდება თევზს. გამოიყენეთ ლიმონათის არომატიზაციისთვის, ლიქიორის მოსამზადებლად და მიირთვით ამ მცენარისგან მომზადებული ჩაი.


როზმარინი მატონიზირებელი და იმუნიტეტის ასამაღლებელი საშუალებაა. მისი რეგულარულად გამოყენება ხსნის სტრესს, ნერვიულ დაძაბულობას, აუმჯობესებს მდგომარეობას ნერვოზის, საერთო დაუძლურებისა და სქესობრივი სისუსტის დროს.


ურცი – გაციების საწინააღმდეგოდ


image


ურცი, იგივე ქონდარა, კიდევ ერთი პოპულარული სანელებელი ხმელთაშუაზღვისპირეთიდან. მისი გამოყენება იმავე კერძებთან შეიძლება, თავშავას რომ იყენებენ. ასე რომ, დაუმატეთ სალათებს, სუპებს, მოშუშულ და შემწვარ კერძებს, საწებელს მაკარონისთვის, ხორცისთვის და ა. შ.

კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერები თვლიან, რომ თავისი ანტიოქსიდური თვისებების წყალობით, ურცი ვიტამინ Е –ს მსგავსია.


კურკუმა – კიბოს საწინააღმდეგო საშუალება


image


კურკუმა ძირითადად ინდურ კულინარიასთან არის დაკავშირებული. მოამზადეთ კერი (თევზის ან ხორცის ცხარე საწებელი) იმ პროდუქტებისგან რომელიც გაქვთ – ბოსტნეული, ხორცი, თევზი, კვერცხი ან ოსპი და დაუმატეთ ერთი დიდი კოვზი კურკუმა სხვა ისეთ სანელებლებთან ერთად, როგორიცაა კვლიავი, ქინძი, კოჭა და ნიორი. დაუმატეთ სუპებში, ჩაშუშულ კერძებში, ბრინჯის პლოვში. არაჩვეულებრივ გემოსთან ერთად, კერძებს კაშკაშა ყვითელ ფერს მისცემს.


ბოლო გამოკვლევების თანახმად კურკუმა ხელს უშლის სიმსივნის განვითარებას. in vitro - ს ტესტების თანახმად, 80% ავთვისებიანი პროსტატის კიბოს უჯრედები განადგურდა ამ არაჩვეულებრივი სანელებლის ზემოქმედების ქვეშ.


სალბი – ანთების საწინააღმდეგო საშუალება


image


სალბი, იგივე სალვია, საოცხოო გემოს აძლევს შემწვარ ბოსტნეულს, თევზს და ხორცს. დაუმატეთ ცოტაოდენი ხმელი სალბი მაკარონის კერძებს, საყვარელ სუპებს, ხორცისა და ბოსტნეულის ჩაშუშულს. ეს სანელებელი გამოიყენება ზამთრის პროდუქტების უმრავლესობასთან, როგორცაა, მაგალითად – კარტოფილი, თალგამი, კაკალი და ა. შ.

ყველაზე მეტად ეხმარება ორგანიზმს ყელის ტკივილისა და გაციების დროს. ასევე, კარგია მისი მიღება მუცლის ტკივილისას.




2
1184
7-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
1184
  
2015, 10 სექტემბერი, 20:33
დიდი მადლობა !
2015, 10 სექტემბერი, 20:29
სასარგებლო სტატიაა :)
0 1 2