x
image
ციცი
Mediator image
მამულიჩა გათავისუფლების შემდეგ "ფეისბუქზე" პირველ პოსტს აქვეყნებს-"თურმე პაბლო ესკობარი ვყოფილვარ..." "ჩემ ლელას უკეთესი მამულიჩა ეკუთვნის!"
image


ნარკოდანაშაულში ბრალდებული, მომღერალ ლელა წურწუმიას მეუღლე და პროდიუსერი კახა მამულაშვილი იგივე მამაულიჩა, მას შემდეგ რაც სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს, სოციალური ქსელის "ფეისბუქის" პირად გვერდზე პირველ პოსტს აქვეყნებს:

"ჩემო მეგობრებო, ნაცნობებო, უცნობებო!

ჩემი ოჯახი, ჩემი ქვეყანა და საერთოდ მეგობრობა - ჩემი ყველაზე მთავარი ნარკოტიკია. არასოდეს არ განმისხვავებია ადამიანები ვისთანაც ურთიერთობა მქონია, არც პოლიტიკური, არც ფინანსური, არც ასაკობრივი და მოკლედ არანაირი ნიშნებით.
ყოველთვის ვცდილობდი ყველასთვის კომფორტული ადამიანი ვყოფილიყავი და ასეთი დისკომფორტი მოგაყენეთ (ვისაც გიყვარვართ რა თქმა უნდა).
ყველაზე დიდი მადლობა, ვინც მხარი დამიჭირეთ მე, ჩემ ოჯახს, ძალიან ბევრი ხართ და მე ვამაყობ თქვენით და ბედნიერი კაცი ვარ... მე თქვენ ყველას გგრძნობდით იქ სადაც ვიყავი. მადლობა ყველა იმ ადამიანს, ნაცნობს თუ უცნობს, ვინც მხარი დამიჭირეთ სოციალურ ქსელებში.
ძალიან ბევრი გადავიკითხე დადებითი და რა თქმა უნდა უარყოფითსაც განსაკუთრებული გულისყურით გადავავლე თვალი, მათ ავტორებსაც. ჩემი თავი მამულიჩა მეგონა და თურმე პაბლო ესკობარი ვყოფილვარ...

მოკლედ, ყველას გინახულებთ და ჩაგეხუტებით, აქაც მოგწერთ, ცოტა დრო მჭირდება, მალე ისევ ჩემ ტელეფონზე ვიქნები... უპასუხოდ არავის დაგტოვებთ… ყველაფერი კარგად იქნება. ყველა იმ ადამიანს დიდი მადლობა, ვისთანაც შეხება მქოდა ამ ორი თვის განმავლობაში ჩემი დაკავებიდან ჩემს დროებით გამოშვებამდე. ძალიან დიდ კეთილგანწყობას ვგრძნობდი ჩემი და ჩემი ოჯახის მიმართ. პატიმრებს ყველა თავიანთ ოჯახებში დაბრუნებას ვუსურვებ თავიანთ მშობლებთან, შვილებთან და მეუღლეებთან...


ყველაზე დიდი მადლობა ჩემ ლელას, რომელსაც რა თქმა უნდა, უკეთესი მამულიჩა ეკუთვნის. მოკლედ, ყველას მალე გინახულებთ...

P.S.-სურვილი-ანაკლია... GEM-FEST (მეგობრებთან ერთად).

იძულება - დასვენება... თბილისი... GLDAN-FEST (შინაური ინფორმატორების ძალისხმევით)".


imageimage

0
1580
3-ს მოსწონს
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
1580
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0