x
image
Guns N Roses
"პირველი საქართველოს პრეზიდენტმა დამირეკა" - ინგა გრიგოლია გადაცემის დახურვის შემდეგ დეტალებს იხსენებს

image
ჟურნალისტი ინგა გრიგოლია გადაცემის დახურვის შემდეგ დეტალებს იხსენებს და ამბობს, რომ პირველი, ვისაც ის ესაუბრა და საქმის კურსში ჩააყენა, საქართველოს პრეზიდენტი იყო.
გრიგოლიას განცხადებით, გიორგი მარგველაშვილს ტელეკომპანია იმედის გადაწყვეტილება გადაცემების დახურვის შესახებ გაუკვირდა.
„პრეზიდენტი იყო პირველი ადამიანი, ვისაც მე ვესაუბრე. ეს გადაწყვეტილება როგორც კი გახდა ჩემთვის ცნობილი, მე მას მივწერე მესიჯი და მან გადმომირეკა და ის იყო პირველი ადამიანი, ვინც მე ჩავთვალე, რომ უნდა ჩამეყენებინა საქმის კურსში. ის იყო ძალიან მკვეთრი თავის განცხადებაში, რომელიც მან გააკეთა ჩემგან მიღებული ინფორმაციის შემდეგ, “ - აცხადებს ინგა გრიგოლია.



ჟურნალისტი ინგა გრიგოლია 2 თვეში ეთერში დაბრუნებას გეგმავს, თუმცა რომელ ტელეარხზე, ის ამას ამ ეტაპზე არ ამბობს.
გადაცემა არჩევანში ინგა გრიგოლიამ თქვა, რომ ის ჯერ ნაწყენია და მცირე ხნით დასვენება სჭირდება. თუმცა, არჩევნებისთვის ის ეთერში ისევ გავა.
„ერთი-ორი თვე დავისვენებ და, თუ ვინმეს უნდოდა, რომ წინასაარჩევნოდ ჩემი გადაცემები არ ყოფილიყო ეთერში, მე მათ ვაძლევ გარანტიას, რომ მე ვიქნები პირდაპირ ეთერში. ძალიან ნაადრევია სიხარული და ნუ გიხარიათ, მე ეთერში დავბრუნდები!“ - აცხადებს ინგა გრიგოლია.




0
582
5-ს მოსწონს
ავტორი:Guns N Roses
Guns N Roses
582
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0