საზოგადოება რა საჩუქრები გაუკეთეს ნუკი კოშკელიშვილს ამერიკელმა საქმრომ და სადედამთილომ. 2015, 10 სექტემბერი, 9:43 ტელეწამყვანი, მოდელი და მსახიობი 25 წლის ნუკი კოშკელიშვილი ერთ-ერთი ყველაზე სექსუალური ქალბატონია ქართულ შოუბიზნესში. ნუკის ამერიკული სიყვარულის ისტორია ბენი ჩაიმთან ყველასთვის კარგად არის ცნობილი. წყვილმა ერთმანეთი ინტერნეტით გაიცნო და ორი წლის განმავლობაში მხოლოდ სოციალური ქსელის "ფეისბუქის" საშუალებით ეკონტაქტებოდა ერთმანეთს. შემდეგ კი მათი ურთიერთობა სიყვარულში გადაიზარდა. ნუკი ამერიკაშიც კი სტუმრობდა საყვარელ ადამიანს, ბენიც იმყოფებოდა თბილისში ნუკისთან. რაღაც პერიოდი ყველა ფიქრობდა, რომ წყვილი ერთმანეთს დაშორდა. მაგრამ როგორც ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, მათი სასიყვარულო რომანი ისევ გრძელდება. ნუკი კოშკელიშვილი გაემგზავრა ამერიკაში საყვარელ მამაკაცთან და ახლაც ბენთან იმყოფება. სოციალური ქსელის მომხმარებლებს კი ამერიკელ შეყვარებულთან გადაღებული ინტიმური ფოტოებით ანებივრებს. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ კოშკელიშვილი გათხოვდა. მეგობრები გაბედნიერებასაც კი ულოცავდნენ წყვილს, მაგრამ ნუკი უარყოფს ხმებს მისი გათხოვების შესახებ. როგორც ფოტოებიდან ჩანს, ნუკის და ბენს ძალიან თბილი ურთიერთობა აქვთ ერთმანეთთან. ბენი და მისი დედა ცდილობენ, რომ რამეთი ასიამოვნონ ქართველი ლამაზმანი. სადედამთილომ ნუკის რუსული არაყი აჩუქა, როგორც ჩანს ისევ რუსეთთან და საბჭოთა კავშირთან ასოცირდება საქართველო: "ბენის დედამ მომიტანა.... შენ ალბათ ამას დალევო..." ხოლო ბენიმ ისე, როგორც ნამდვილი "ქართველი მამაკაცი" მოიქცეოდა საყვარელ ქალს ყვავილები და გაგიკვირდებათ და კარტოფილის საჭყლეტი უსახსოვრა, რითიც ნუკის მიახვედრა, რომ "ქალი ვიცი მე კუხნაშიო..." "ყვავილებთან ერთად საჩუქარი მომიტანა... და ასე მითხრა-"ქალი მე ვიცი kitchen-შიო"... პ.ს არ გავთხოვილვარ და მოლოცვებისთვის ადრეა... ”კაცი მე ვიცი tiffany-ში" 1133 3-ს მოსწონს
|