საზოგადოება სასამართლომ კახა მამულაშვილი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. 2015, 9 სექტემბერი, 16:27 მომღერალ ლელა წურწუმიას მეუღლე და პროდიუსერი კახა მამულაშვილი იგივე მამაულიჩა, როგორც მოგეხსენებათ ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე იყო დაკავებული ამა წლის 18 ივლისს. ინფორმაცია მისი დაკავების შესახებ შსს-ს "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე ვრცელდებოდა: "საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს და მთავარი პროკურატურის თანამშრომლების მიერ ჩატარებული ერთობლივი საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით 1971 წელს დაბადებული კახი მ. დააკავეს. სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკის დროს ხელბარგიდან და პირადი საფულიდან ამოიღეს სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკული საშუალებები, კერძოდ საქმეზე ჩატარებული ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებებია: 5.591 გრ კოკაინი, 1, 15 გრ კანაფის ფისი და მდმ ე.წ. "ექსტაზი" 0, 2048 გრ. კახი მ-ს ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად ნარკოტიკული საშუალება კოკაინის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა." როგორც ახლა ვრცელდება ინფორმაცია მამულიჩა სასამართლო დარბაზიდან 15 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ნარკოდანაშაულში მხილებული მამულიჩას სასამართლო პროცესი 23 სექსტემბერს გაიმართება. მისი განთავისუფლება კი მოხდა ისე, რომ არცერთი ჟურნალისტი არ იმყოფობეოდა სასამრთლო დარბაზში და მედიისთვის მაშინ გახდა მხოლოდ ცნობილი, როდესაც მამულიჩა სასამართლოს ეზოში ავტომობილში ჯდებოდა. 375 4-ს მოსწონს 1-ს არა
|