საზოგადოება გასაოცარი მსგავსება და-ძმას შორის-თინა და გიორგი მახარაძეები. 2015, 9 სექტემბერი, 11:14 სკანდალური მსახიობი და ტელეწამყვანი თინა მახარაძე სოციალური ქსელის "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე თავისი უმცროსი ძმის, გიორგი მახარაძის ფოტოს აზიარებს. საოცარმა მსგავსებამ და-ძმას შორის საზოგადოება დააბნია. ერთი შეხედვით, ვერც კი იფიქრებდით, რომ ფოტოზე თინა მახარაძე არ იყო გამოსახული. ზოგს თმაშეკრეჭილი თინაც კი ეგონათ. თინამ ძმისადმი უდიდესი სიყვარული შემდეგი სიტყვებით გამოხატა: "აი, ამ რაღაც არსებას, იყო დრო ხელში აყვანილს ვაძინებდი და ლიონებერგელი ემილის თავგადასავალს ვუკითხავდი. ბაღში დამყავდა და სკოლის კრებაზეც მივსულვარ ერთი-ორჯერ, მახსოვს ეგეთიც." ფოტომ თინას "ფეისბუქელი" მეგობრების მხრიდან დიდი მოწონება და კომპლიმენტები დაიმსახურა: " უცებ თმაშეჭრილი თინა მეგონა..." "ამის გულისთვის სერიოზული ომები ექნებათ გოგოებს!" " ძალიან სიმპათიურია!" "სიმაღლეშიც გამასწრო ამ არსებამ..." "როგორ გგავს, შენ მეგონე და რა ლამაზია..." "რა სერგო ორჯონიკიძესავით აქვს თმა..." შეგახსენებთ, რომ თინა მახარაძემ პოპულარობა დავით კოვზირიძის საავტორო გადაცემაში "მძიმე კაცთან", თავისი სკანდალური განცხადებით მოიპოვა: "ორალური სექსი ჩემთვის მოსული პონტია". ამის შემდეგ იგი კიდევ ხშირად აოცებდა საზოგადოებას თავისი თავისუფალი ქცევით და უხამსი გამონათქვამებით, რის გამოც ხშირად ლანძღვის ობიექტი ხდებოდა. მანამდე კი თინა იგივე მემე საზოგადოებას ტელესერიალ "გოგონა გარეუბნიდან" ახსოვს, სადაც იგი ერთ გულუბრყვილო, სათვალეებიანი გოგონას როლს თამაშობდა და სერიალის დამთავრებისთანავე დაივიწყა საზოგადოებამ მისი არსებობა. ახლა კი იგი ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს ქართულ ტელესივრცეში ყველაზე პოპულარულ სერიალში "ჩემი ცოლის დაქალებში." 1026 3-ს მოსწონს
|