x
image
მოზამბიკელი
"გამოსტალინებული" გორი

image

კდევ ერთი სამწუხარო რეალობა, რომელიც გორში ხდება... სტალინის იდეოლოგია და პოპულარიზაცია ისევ გრძელდება. უკვე აღშფოთებაც დასაზარია, იმიტომ რომ აზრი არ აქვს. მაინც ვერაფერს მოუხერხებ ამ არასწორი აზროვენების ხალხს, რომელიც ყოველდღიურად უფრო შტერდება...

არ ვიცი ამ სუპერმარკეტის ადმინისტრაცია რას ფიქრობს, ალბათ ჰქონია, რომ ეს წარმატებული მარკეტინგული სვლაა და ამით მეტს ტურისტს მიიზიდავს...

ტურისტის არ ვიცი მაგრამ, ჩვეულებრივი მოქალაქე რომ სტალინის გამო მანდ სავაჭროდ არ შევა ეგ ვიცი, ყოველშემთხვევში იმედს ვიტოვებ...


ამ მარკეტის მფლობელი ცნობილი ბიზნესმენი და ყოფილი მოკრივე, გიორგი კანდელაკია.

არ ვიცოდი ეს პიროვნება სტალინის თაყვანისმცემელი თუ იყო.

ცოტა ხნის წინ ჩემს ერთერთ სტატიაში მქონდა საუბარი სტალინზე, იქ კაფე ვახსენე

სადაც ჩემდა გასაკვირად სტალინის დიდი ზომის სურათი გამოატარეს მიმტანებმა.

მაშინ აღნიშვნა დამავიწყდა, რომ ეს კაფეც გიორგი კანდელაკს ეკუთვნის.

პირადად ამ ადამიანის მიმართ საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, პირიქით რაღაც კუთხით

პატივსაც ვცემ, მაგრამ სრულიად გაუგებარი და გასაკვირი აღმოჩდა ჩემთვის

სტალინთან დაკავშირებით მისი დამოკიდებულება...

რა თქმა უნდა ყველას აქვს უფლება ვისი მეხოტბეც უნდა იმისი იყოს, მაგრამ კანდელაკს, რომელსაც, როგორც მახსოვს კაბინეტში მუჰამედ ალის და სხვა გამოჩენილი მოკრივეების სურათები ეკიდა, ძნელი წარმოსადგენია მათ გვერდით სტალინის სურათიც ეკიდოს.

ამ თემაზე სოციალურ ქსელში დიდი "კომენტარობანა" გაიმართა და კომენტარების ავტორების უდიდესი ნაწილი ამ ფაქტს, სამარცხვინოს უწოდებს.

გაიჟღერა იმ აზრმაც, რომ ეს მხოლოდ სარეკლამო ბანერია, რომელიც რეკლამას უკეთებს ამ მარკეტის ზედა სართლზე განთავსებულ ანტიკვარულ ნივთებს...

ჩემი აზრით ანტიკვარული ნივთებისთვის რეკლამის გაკეთება სხვა სახითაც შეიძლება

და სტალინის უზარმაზარი პოსტერის გამოკვრა არაა აუცილებელი.

image


2
390
3-ს მოსწონს
ავტორი:მოზამბიკელი
მოზამბიკელი
390
  
2015, 14 სექტემბერი, 2:01
სტატიის ავტორს აბსოლუტურად ვეთანხმები. სტალინის დედაც ... და მისი მაქებრებისაც
2015, 9 სექტემბერი, 17:14
ჩემთვის უფრო გასაკვირია საქართველოს ქომაგ მოზამბიკელს რომ სატალინი უკვირს
0 1 2