x
image
Guns N Roses
"უნდა ვიყოთ მზადყოფნაში... აგრესია ყოველდღე სახეზეა” - თინა ხიდაშელი ოკუპირებულ აფხაზეთში რუსულ სამხედრო მანევრებზე საუბრობს

image
"უნდა ვიყოთ მზადყოფნაში... აგრესია ყოველდღე სახეზეა” - თინა ხიდაშელი ოკუპირებულ აფხაზეთში რუსულ სამხედრო მანევრებზე საუბრობს..

"უნდა ვიყოთ მზადყოფნაში... აგრესია ყოველდღე სახეზეა, ” - ასე გამოეხმაურა საქართველოს თავდაცვის მინისტრი, თინა ხიდაშელი, ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის მანევრებს.
თავდაცვის მინისტრი ფიქრობს, რომ რუსეთის აგრესიული ქმედებები ყოველდღიურად სხვადასხვა ფორმით იკვეთება.
ხიდაშელი ამბობს, რომ ამ ქმედებებს საქართველომ საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად უნდა გასცეს პასუხი.
”ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი ის არის, რომ უნდა ვიყოთ მზადყოფნაში. თუმცა, რაიმე განსაკუთრებული მნიშვნელობა ამ ქმედებებს არ უნდა მივანიჭოთ. აგრესია ყოველდღე სახეზეა მათი მხრიდან სხვადასხვა ფორმით. ნებისმიერი დილა, რომელიც თენდება რუსი ჯარისკაცების ყოფნით ქვეყანაში და სრულდება, რა თქმა უნდა, ამ აგრესიის დადასტურება და გაგრძელებაა. დამატებით 700 ჯარისკაცი სადმე გაივლის თუ არა, ამით არაფერი იცვლება. ეს პრობლემა უკვე სახეზეა და უზარმაზარია და მას მთელმა ცივილიზებულმა სამყარომ ერთად უნდა მივხედოთ, ” - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა, თინა ხიდაშელმა.

0
131
3-ს მოსწონს
ავტორი:Guns N Roses
Guns N Roses
131
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0