x
image
ციცი
Mediator image
ანრი ბიბინეიშვილი ია ფარულავასგან ბოდიშის მოხდას მოითხოვს-"თუ მართლა ვერ დამინახე სხვა რაკურსით, არ დაგზარდები და დაგენახები!"

image
"ია! მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ერთმანეთს ვიცნობთ და მხოლოდ დადებითი გვაკავშირებს ერთმანეთთან, მაინც ვერ ვხსნი კონკრეტულად შენგან მსგავს კომენტარს ჩემთან დაკავშირებით, თუმცა ვხვდები რასაც გულისხმობ იმ კომენტარით და მინდა გაქცე პასუხი, ვინაიდან საზოგადოებაში ახლად "გამოჩეკილ" ანრი ბიბინეიშვილს ნამდვილად არ სურს მსგავსი აზრი აიტანოს და მოითმინოს!
1) დავიბადე ქალაქ ბათუმში და ყოველგვარი ამბიციების გარეშე ვიზრდებოდი, რადგან მქადაგებელნი იყვნენ შესაბამისი საქციელის ჩემი დედა და მამა! ყოველთვის იმას მასწავლიდნენ, რომ თავმდაბლობა და ადამიანთა სიყვარული არის მთავარი ღირსება კაცისა და არა შური, ბოროტება და ღვარძლი!
2)პოპულარობა ყოველთვის ბოლო საფეხურზე იდგა ჩემთვის და არასდროს მიბრძოლია მისთვის და არასდროს შემითხზავს შავი პიარი! (თუმცა არაერთხელ შემეძლო გამეკეთებინა მსგავსი რამ, მითუმეტეს ჩვენს სფეროში)
3) მე მიმუშავია: მტვირთავად, პურის რეალიზატორად, მიმტანად, ბარმენად, ბენზინის ჩამსხმელად, თურქეთშიც კი პლასმასის ცეხში საიდანაც მოტყუებული და უთეთროდ ჩამოსულიც კი აღმოვჩნდი! (და პარალელურად სკოლაშიც დავდიოდი.)
4)მერე თბილისში ყველანაირი დახმარების გარეშე წამოვედი, რომ მესწავლა და ამეხდინა ოცნება, გავმხდარიყავი მსახიობი. ბევრი ვიშრომე, ბევრი ვიწვალე, ბევრი მშიერი ღამე თეთრად გამთენებია და არასდროს არ დავცემულვარ და არ მიმათხოვრია. ვინაიდან თავმოყვარეობა ოდითგანვე მოსდევს ჩემს ოჯახს, გვარს, ჯიშს და ჯილაგს, ასევე მეც!
5)მე-9 წელია ამ სფეროში ვარ და ვერავინ იტყვის, რომ მე ვიღაცის ჩაძირვით მივახწიე რამეს ან არასწორი საქციელებით გავხდი ეგრეთ წოდებული "პოპულარული"!
6) რაც შეეხება შენს მოსაზრებას, რომ თურმე ერთი ღამით მივედი ჩემი ძმის ნიკოლოზ გაბელიას ოჯახში, მაშინ როცა არ ვიცნობდი და დღემდე იქ ვცხოვრობ "ხალიავაზე" ცოტა მწყინს, რომ იუმორს სერიოზულად მოკლებული ხარ! კი დღემდე იქ ვცხოვრობ, მაგრამ არა ნაგლურად, არა თავხედურად!
არამედ ამ ოჯახის სახით არსებობენ ადამიანები, რომლებიც ზრუნავენ იმ ადამიანებზე ვისაც გვერდში დგომა სჭირდებათ.
დიახ, იმათი დიდი დამსახურებაა, რომ მე ჩემი პირადი გამაჩნია და მომავალს ვხედავ! ეს მათი სურვილი იყო და არა ჩემი ნაგლობა...
ია ჩემო კარგო, კატეგორიულად მოვითხოვ მოუხადო ბოდიში ნიკოლოზ გაბელიას ოჯახს, ვინაიდან ჩემნაირი ბევრი სტუდენტი აღუზრდია მათ და არავის უცხოვრია იქ "ხალიავაზე". ასე რომ შენ თუ ერთობი, სხვა რამით გაერთე, მაშინ როცა კარგად იცი გართობა! და თუ მართლა ვერ დამინახე სხვა რაკურსით, არ დაგზარდები და დაგენახები!
p.s. უკაცრავად ყველასთან, რომ ჩემი პირადი ცხოვრების ის დეტალები დავწერე რაც ვიღაცას წუწუნი შეიძლება ეგონოს, მაგრამ მერწმუნეთ არ მიყვარს წუწუნი."
ასეთი სტატუსით გამოეხმაურა ყველაზე ქარიზმატული მსახიობი ანრი ბიბინეიშვილი ია ფარულავას მიერ გამოთქმულ მწარე კრიტიკას მის მიმართ.

შეგახსენებთ, რომ ია ფარულავამ სოციალური ქსელის "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა სტატიები, სადაც იგი აკრიტიკებდა, სატელევიზიო გადაცემებს-"პროფილს" და "სხვა რაკურსს", მის წამყვანებს-მაია ასათიანს და გია ჯაჯანიძეს და მათ სტუმრებს. იას კრიტიკის ობიექტი გახდა ჯაჯანიძის შოუში პირველ სტუმრად მიწვეული ანრი:

"ია - დაიცათ, დაიცათ, მოდით დავიცვათ თანმიმდევრობა. იმ გადაცემაში, რომელსაც ჩვენ ვუყურეთ, ჯაჯანიძეს პირველ სტუმრად მოწვეული ჰყავდა ენაჭარტალა მსახიობი ანრი ბიბინეიშვილი (ცნობილია თავისი სკანდალური ფოტოთი, ნასვამი რომ კოცნის ტრანსგენდერ კესოს მკერდზე, ღამის კლუბში). რომელიც ასევე უბედნიერესი იყო იმით, რომ ამდენი დრო დაეთმო საღამოს ეთერში მის ისტორიას. ნუ ვიღაც მეგობარი გოგონა ჰყავდა, მერე არ ჰყავდა, ჟურნალშიც დაბეჭდილა მის შესახებ, როგორ ჩამოვიდა 3 ლარით თბილისში ბათუმიდან, გახდა მსახიობი და დღემდე "ხალიავაზე" ცხოვრობს მეგობართან (ერთხელ მისულა ღამის გასათევად და მას მერე იქ დარჩა. აბა მანამდე სკვერში და თეატრის საგრიმიოროში ცხოვროდა თურმე და სხვა რა უნდა ექნა???)."
imageimageimage

image

1
1483
3-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
1483
  
2015, 8 სექტემბერი, 14:58
რასა გევხარ შე პატრონგაციებულო, რო ვუყურებ ცხოვრება მეზარება
0 1 1