x
image
Lerato
რატომ "მსახურობენ" ჩინეთის ჯარში მაიმუნები
image


ჩინეთის შეიარაღებულ ძალებში მოამზადეს მაიმუნებისაგან შემდგარი რაზმი, რომლებსაც ჩიტები უნდა დაეფრთხოთ აღლუმის ჩატარების ადგილას. წვრთნები მიმდინარეობდა ამა წლის გაზაფხულიდან მოყოლებული.


3 სექტემბერს, მეორე მსოფლიო ომის დასრულების 70 წლისთავთან დაკავშირებით, ჩინეთში ჩატარდა სამხედრო აღლუმი. დღესასწაულს ათობით ქვეყნის მეთაური, პრეზიდენტი და წარმომადგენელი დაესწრო. ტიანანმენის მოედანსა და ახლომდებარე ქუჩებში 12 ათასმა ჯარისკაცმა და მძიმე სამხედრო ტექნიკამ ჩაიარა. 200 თვითმფრინავმა ჰაერში სხვადასხვა მანევრი შეასრულა.


image

image


იმისათვის რომ აღლუმს უსაფრთხოდ ჩაეარა და თვითმფრინავის ტურბინებში ჩიტები არ მოხვედრილიყვნენ, მათთან საბრძოლველად მოამზადეს ხუთი მაიმუნი – Macaca mulatta, რომელთა ამოცანას ჩიტების ბუდეების მოშლა-განადგურება წარმოადგენდა. მათი რაოდენობა ამ რაიონში დაახლოებით სამოცია. თავიანთ დავალებას მაიმუნები მეთოდურად ახორციელებენ 2015 წლის გაზაფხულიდან მოყოლებული. იმ დროისათვის ცხადი გახდა, რომ ქალაქის სამხედრო-საჰაერო ბაზები საფრთხის ქვეშ იყო. აპრილში რამდენიმე სამოქალაქო თვითმფრინავმა არაგეგმიური დაჯდომა განახორციელა პეკინის აეროპორტში ჩიტებთან შეჯახების გამო.


image


image


თავდაპირველად ჯარი ცდილობდა საკუთარი ძალებით გამკლავებოდა ამ პრობლემას: მოიყვანეს არწივები, ჩიტებს ლაზერის მეშვეობით აფრთხობდნენ. ბოლოს ჯარისკაცებს დაევალათ ბუდეების საკუთარი ხელით განადგურება. ეს ყველაფერი არაეფექტური აღმოჩნდა: ცოტა ხნის მერე ჩიტები კვლავ უბრუნდებოდნენ თავიანთ ჩვეულ ადგილებს. შემდეგ სამხედროებს გაახსენდათ ეკოლოგების მიერ გავრცელებული ინფორმაცია. მაგალითად, ინდოეთში აგრესიული მაიმუნები ფრინველებს საკვებს ართმევენ და მათ საცხოვრებელს ანადგურებენ.


image

image


ზუსტად ეს აღმოჩნდა საჭირო მათი მიზნების შესრულებისთვის ავიაციასთან დაკავშირებით. ჯარში "მიიღეს" რამდენიმე მაკაკა, რომლებმაც მხოლოდ ერთი თვის მანძილზე დაახლოებით 180 ბუდე გაანადგურეს. მაიმუნების გამოყენების უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ ისინი არა მხოლოდ ჩიტის ბუდეებს ანადგურებენ, შარდით ტერიტორიასაც ნიშნავენ. და რადგან მაიმუნები ფრინველების ბუნებრივი მტრები არიან, ჩიტები ამ ადგილებში მეტად აღარ ბრუნდებიან.


image


0
179
6-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
179
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0