x
image
Lerato
როგორ ყავას სვამენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში – მოამზადეთ და დააგემოვნეთ
image


წარმოიდგინეთ ახლად მოხარშული ყავის არომატი – სიტყვები საკმარისი არ იქნება, რომ ეს საოცარი სასმელი აღვწეროთ. მილიონობით ადამიანის დილა იწყება ერთი ფინჯანი გამამხნევებელი ყავით. ყველა ქვეყანაში მომზადების საკუთარ საიდუმლოს ფლობენ. სტატიაში გაგიმხელთ რამდენიმე მათგანს.


კვერცხიანი ყავა (ვიეტნამი)


image


რეცეპტის შემადგენლობაში შედის კვერცხის გული, შესქელებული რძე, შაქარი და ცხელი ყავა.


ლაპლანდიური ყავა (ფინეთი)



image


ფინჯანში თავდაპირველად დებენ ლაპლანდიურ ყველს, შემდეგ ცხელ ყავას ასხამენ.


ესპრესო რომაულად (იტალია)


image


ესპრესო ერთი ნაჭერი ლიმონით. სანამ მიირთმევთ, ხის კოვზით ლიმონს წვენი გამოადინეთ – ფინჯანის კედელზე ან ძირზე დაწოლით.


ლაგრიმა (არგენტინა)


image


რძის ქაფში ურევენ ყავის რამდენიმე წვეთს. სიმართლე რომ ვთქვათ, ეს უფრო რძეა ვიდრე ყავა.


ბონბონი (ესპანეთი)


image


ეს არის ესპრესო შესქელებული რძით. თუ ნახევარს ჩვეულებრივ რძეს შევურევთ, ნახევარს კი შესქელებულს, მაშინ გამოვა leche y leche.

ყავა სანელებლებით (მაროკო)


image


ამ არაჩვეულებრივი ფინჯანი ყავის მოსამზადებლად სეზამის მარცვლებს, შავ პილპილს, მუსკატის კაკალს და ყავის მარცვლებს ფქვავენ. შედეგად გამოდის... ძალიან ძლიერი სასმელი.

ყავა ჩაით (ჰონკონგი)


image


ჩაისა და ყავის ნარევი რძესთან ერთად შთაბეჭდილებას ახდენს პირველივე ყლუპიდან!

ამისათვის დაგვჭირდება 4 პაკეტი შავი ჩაი, პილპილი, შესქელებული რძე და 2 ჩაის კოვზი ყავა.

ფრაპე (საბერძნეთი)


image


ყავა, ნაყინი, შესქელებული რძე და ყინულიანი წყალი – ეს არის უგემრიელესი Frappé –ს რაცეპტი.

ფარისეი (გერმანია)


image


ეს სასმელი გერმანიაში იმისთვის მოიგონეს, რომ ალკოჰოლი შეენიღბათ ოჯახურ წვეულებებზე. ათქვეფილი ნაღების ქუდის ქვეშ, რომისა და ყავის საკმაოდ დიდი დოზა

იმალება.

ტოუბა (სენეგალი)


image


ყავის მოხლისას უმატებენ გვინეური პილპილის მარცვლებს. თავად სასმელი იხარშება

როგორც ფილტრიანი ყავა.

ყავა ნივრითა და თაფლით (თურქეთი)


image


ძალიან პოპულარული სასმელია თურქეთში. ამ ყავას კიდევ "მოხუცი მავრის რეცეპტს"

უწოდებენ.

ყავა რომითა და ფორთოხლით (იამაიკა)


image


იამაიკა, უპირველეს ყოვლისა, რომთან ასოცირდება. ამიტომ, გასაკვირი არ არის, რომ

როდესაც იამაიკურ ყავას ამზადებენ, მასში ამ მაგარ ალკოჰოლურ სასმელს ურევენ.

4
323
6-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
323
  
2015, 30 სექტემბერი, 1:39
ყველაფერი წარმომედგინა აქედან, ნივრის, ლიმნის და კვერცხის გარდა. ლიმნით ვცადე, საშინელება იყო... ნიორს ვერ ვრისკავ :D თუმცა მათ ეცოდინებათ ომზადების ტექნოლოგია, დოზა, აშ. და გემრიელიც გამოუვათ. მე მიცდია ნამცხვრების სანელებლებით და ვერ აღვფრთოვანდი...
2015, 2 სექტემბერი, 12:15
საინტერესოა. ვცადე ერთხელ დამელია ყავა სანელებლებით და...იმის მერე აღარ გამჩენია სურვილი. თურქეთის გამიკვირდა, ნივრით როგორ უნდა დალიო ყავა :)))
2015, 1 სექტემბერი, 18:10
მართალია, თან ვიზუალურადაც რა მიმზიდველად გამოიყურება. ჩვენთან მსგავსი რამის გაკეთება არ ჭირდებათ :)) 20ლ. ღვინოს რა ყავა ეყოფა :))
2015, 1 სექტემბერი, 17:58
ფარისეი მაგარი მოუფიქრიათ :))) შენიღბული სასმელი
0 1 4