x
image
ციცი
Mediator image
განო მელითაურის სულისშემძვრელი წერილი-"პირდაპირ ჩემი თვალებიდან მიყურებდი, სანუკვარო!"
image

"გეძებდი ყველგან - მოვირბინე სახლები, ქუჩები და ადგილები, სადაც ერთად ვყოფილვართ... გეძებ, გეძებ, გეძახი... სულ გელოდები, სად აღარ ვიყავი! სასაფლაოზეც ავედი, წარმოგიდგენია? მიწას ხელით შევეხე, მერე ქვების მდუმარებაში ვიდექი დიდხანს-იქნებ ჩამავალ ათინათებში დავინახოთქო და როცა იმედი საბოლოოდ გადამეწურა, სახლში უმზეო და დაოსებული დავბრუნდი. ჩვენს შვილებს ერთმანეთზე დაკონებულებს ეძინათ. პირველად შემშურდა მათი, ყოველ ღამე გხედავდი და უძილობამ საბოლოოდ დამაშორა სასიზმრეთს!
მერე სარკესთან მივედი, ჩვენი ფოტოსთვის მაინც რომ შემეხედა და შემთხვევით თვალი თვალში გავუყარე საკუთარ ანარეკლს...
მეცნო ეს მზერა! ნეტა სასაფლაოზე რა მინდოდა? პირდაპირ ჩემი თვალებიდან მიყურებდი, სანუკვარო!"-ასეთ სულისშემძვრელ წერილს აქვეყნებს კოტე თოლორდავას ქვრივი, განო მელითაური სოციალური ქსელის "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.

მსახიობ კოტე თოლორდავას ორი შვილი დარჩა ობლად, მისი მეუღლე კი მესამე შვილს ელოდება, რომლის დაბადებასაც კოტე ვერ იხილავს... ორსული განოსთვის კოტეს გარეშე ცხოვრება ძალიან მძიმე აღმოჩნდა... იგი თავის ემოციებს ხშირად სტატუსით გამოხატავს...image

მისმა მოულოდნელმა გარდაცვალებამ ყველას გული გვატკინა და შეგვძრა. კოტე თოლორდავა მართლაც რომ გამორჩეული იყო და ყველას სიმპატიას და სიყვარულს იმსახურებდა.


შეგახსენებთ, რომ მსახიობი კოტე თოლორდავა ფილმის გადაღებების გამო იმყოფებოდა მოსკოვში და იგი 2015 წლის 11 აპრილს, სასტუმროს ნომერში გარდაცვლილი იპოვეს. როგორც შემდეგ გაირკვა კოტე გულის შეტევით გარდაიცვალა. მსახიობის მეუღლემ, განო მელითაურმა ექსპერტიზის დასკვნა გაასაჯაროვა, რითიც საზოგადოებას კოტეს გარდაცვალებასთან გაჩენილი ეჭვები გაუქარწყლა.

imageimageimageimageimageimage

0
447
2-ს მოსწონს
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
447
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0