x
image
Guns N Roses
რა ხდება რუსეთ - საქართველოს შორის? საჭიროა თუ არა ომისთვის მომზადება?

image

ნატო-საქართველოს ერთობლივი საწვრთნელი ცენტრის გახსნაზე რუსეთის გაღიზიანებას პოლიტიკოსები აფასებენ.


„რუსეთის საგარეო უწყების განცხადება ცალსახად შეიძლება აღქმული იყოს, როგორც საფრთხე და პროვოკაცია", აცხადებს მამუკა კუდავა.


ნატო-საქართველოს ერთობლივი საწვრთნელი ცენტრის გახსნაზე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსგანცხადებას ექსპერტები აფასებენ. მათი აზრით, ეს განცხადება არის საფრთხე და პროვოკაცია. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ნატოს საწვრთნელი ცენტრის გახსნას ალიანსის პროვოკაციული პოლიტიკის გაგრძელებად აფასებს.

"აქტიური დიპლომატიაა საჭირო, რომ რუსეთს ნებისმიერი პროვოკაცია ფასი დაუჯდეს"- აცხადებს ზურაბ ჭიაბერაშვილი.


„რუსეთის საგარეი უწყების განცხადება ცალსახად შეიძლება აღქმული იყოს, როგორც საფრთხე და პროვოკაცია. ამას ჩვენგან საზღვარგარეთ აქტიური დიპლომატიური ნაბიჯები სჭირდება, " - განაცხადა საზოგადოებრივი მოძრაობა ივერიის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, მამუკა კუდავამ.


„რა თქმა უნდა, პროვოკაციებს გააგრძელებს. სწორედ აქ გვჭირდება ჩვენი პოზიციის მკაფიოდ დაფიქსირება და არა ისეთი მიკიბვ-მოკიბვით ლაპარაკი, როგორც ღარიბაშვილი და მთავრობის სხვა წევრები რეგულარულად აკეთებენ. აქტიური დიპლომატიაა საჭირო, რომ რუსეთს ნებისმიერი პროვოკაცია ფასი დაუჯდეს, “ - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.







0
86
1-ს მოსწონს
ავტორი:Guns N Roses
Guns N Roses
86
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0