კომპიუტერები და პროგრამები ფოტოშოპის ხელსაწყოები (Photoshop CS 4 & 5) 2015, 26 აგვისტო, 14:58 ფოტოშოპი, ძირითადად, რასტრულ გრაფიკაში გამოიყენება და ამიტომ ხელსაწყოებს ისეთივე სახელები აქვს, როგორც მხატვრის ინვენტარს. აქ არის: ფუნჯები, ფანქარი, საშლელები, საღებავები, პალიტრები, ხოლო პროგრამაში გახსნილი დოკუმენტი არის ტილო.
(სურათზე დააწკაპუნეთ, რომ სრულ ზომაზე გაიხსნას) პანელზე მდებარე ყველა ხელსაწყოს, სახელის გვერდით, მიწერილი აქვს კლავიატურული შემოკლება. ერთ ჯგუფში შემავალ ხელსაწყოებს ერთნაირი კლავიატურული შემოკლება აქვთ. თუ ხელსაწყოს კლავიატურულ შემოკლებასთან ერთად Shift ღილაკზეც დავაჭერთ, კლავიატურულ შემოკლებაზე ყოველი დაწკაპუნების შემდეგ, თანმიმდევრობით გააქტიურდება ჯგუფში შემავალი ხელსაწყოები. 243 5-ს მოსწონს
|