x
image
ციცი
Mediator image
გიორგი ნაკაშიძის ინტერვიუმ საზოგადოების უარყოფითი რეაქცია გამოიწვია. მომღერალს გიორგი ქისტაურიც გამოეხმაურა(+ვიდეო).

image

ყველაზე პოპულარული მუსიკალური ტელეპროექტის "იქს ფაქტორის" გამარჯვებული გიორგი ნაკაშიძე ყველასათვის საყვარელ მომღერლად ითვლება. მის შესახებ ძირითადად კარგს თუ გაიგებთ და მართლაც ძნელია ასეთი ადამიანი არ მოგეწონოს, რომელსაც საოცარი მუსიკალური მონაცემები აქვს და ამასთან ერთად უნაკლო გარეგნობა, თუცმა ამ რამოდენიმე დღის წინ გამოქვეყნებული ერთ-ერთი ინტერვიუს წყალობით გიორგის მიმართ საზოგადოების გარკვეული ნაწილი უარყოფითად განეწყო. ეს იყო ბლიც ინტერვიუ, სადაც გიორგის მოკლე პასუხები უნდა გაეცა. როგორც ჩანს ხალხი გააღიზიანა იმ ფაქტმა, რომ გიორგი ზედმეტად მოკლე პასუხებით შემოიფარგლა და ზოგიერთ კითხვაზე უბრალოდ პასუხი არ ჰქონდა. ინტერვიუში გიორგიმ აღნიშნა, რომ იგი არაქალიშვილ გოგოს ცოლად არ მოიყვანდა, ასევე კითხვაზე, თუ რომელი ბრენდი მოსწონდა მან დაასახელა "აიფონი" და აღნიშნა, რომ მას საკუთარ თავში მოსწონდა "თავდამბლობა". სწორედ ამ ყველაფერზე იყო გამახვილებული ყურადღება კომენტარებში.როგორც ჩანს გიორგის ინტელექტი დაუწუნეს და უკულტუროდ მიიჩნიეს, რადგანაც იგი ცივ ყავას "წრუპავდა". ზოგიერთმა იგი არაფხიზლადაც მიიჩნია და მოკლედ ათას დეტალზე გაამახვილეს ყურადღება. გიორგი ამ აჟიოტაჟის შემდეგ მხოლოდ ორი სიტყვით შემოიფარგლა თავის "ფეისბუქ" გვერდზე: "ბოღმამ არ მოგახრჩოთ".

imageგიორგი ნაკაშიძის ინტერვიუს, ყველასათვის ცნობილი, სოციალური ქსელების ყველაზე პოპულარული ახალგაზრდა, მომავალი მსახიობი გიორგი ქისტაურიც გამოეხმაურა და როგორც მოსალოდნელი იყო ვიდეო გადაიღო სადაც ინტერვიუდან ერთ-ერთი კადრია ამოჭრილი.

ამ ყველაფრის მიუხედავად გიორგი მაინც ყველასთვის საყვარელ მომღერლად რჩება, რაც მთავარია იგი თავის საქმეს კარგად აკეთებს და წარმატებები ვუსურვოთ მას. ასეთი უხერხული მომენტები ინტერვიუს დროს ყველას ჰქონია ამიტომ დიდად ნუ განვსჯით მას.

2
1144
2-ს მოსწონს
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
1144
  
2015, 25 აგვისტო, 17:18
ყველაფერში იდეალური ვერავინ ვერ ვიქნებით, ინტელექტი და სიტყვათა მარაგი თუ აქვს დაბალი, თავის საქმის "სპეცია" და მღერის უნიკალურად. უბრალოდ კრიტიკა გვაქვს გამჯდარი სისხლში და ისე მჭიდროდ ვკრავთ კრიჭას, გვეშინია საქებარი არაფერი წამოგვცდეს.
2015, 25 აგვისტო, 14:51
გაანებეთ თავი გიორგის.რასაც ფიქრობს იმას ამბობს,სხვებისგან განსხვავებით.ან რა სთქვა ცუდი? ყველამ თქვენ თავევბს მიხედეთ.
0 1 2