ქალი და მამაკაცი შვედმა გოგონამ ბრეივიკს 150 სასიყვარულო წერილი გაუგზავნა 2015, 22 აგვისტო, 19:45 ![]() 20 წლის გოგონამ აღიარა, რომ მის გარეშე სიცოცხლე არ შეუძლია."მე ვზრუნავ მასზე, ისე ახლა როგორი დაუცველ მდგომარეობაშია"-განცხადა ვიქტორიამ. ![]() გოგონამ ბრეივიკს საჩუქრებიც გაუგზავნა, მაგალითად ცისფერი ჰალსტუხი, რომელიც მას ეკეთა ერთ-ერთ სასამართლო სხდომაზე.ვიქტორია თვლის, რომ ამით ბრეივიკის "მორალურ სულისკვეთებას" ამაღლებს. ![]() როგორც გამოცემა The Daily Mail-ი აღნიშნავს, სამედიცინო თვალსაზრისით მსგავს გატაცებას ეწოდება "ბონი და კლაიდის" სინდრომი, ანუ ჰიბრისტოფილია-სექსუალური ლტოლვა დამნაშავეების მიმართ. ანდრეს ბრეივიკი, ნორვეგიელი ტერორისტი- 2011 წლის 22 ივლისს, ოსლოს სამთავრობო კვარტალში მოწყობილი აფეთქებისა და ნორვეგიის შრომის პარტიის ახალგაზრდულ ბანაკზე მის მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაიჭრა 151, ხოლო გარდაიცვალა 77 ადამიანი, მათ შორის ჩვენი თანამემამულე თამთა ლიპარტელიანი. ნორვეგიის სასამართლოს 2012 წლის 24 აგვისტოს გადაწყვეტილებით ანდერს ბერინგ ბრეივიკს მიესაჯა 21 წლით თავისუფლების აღკვეთა, ვადის გაზრდის შესაძლებლობით. ![]() ![]() 228 8-ს მოსწონს
|