ქალი და მამაკაცი ცხელი იტალიური არდადეგები-ირინა შეიკის და ბრედლი კუპერის ვნებიანი დასვენება სანაპიროზე. 2015, 21 აგვისტო, 13:12 29 წლის რუსული წარმოშობის, მსოფლიო დონის სუპერვარსკვლავი ირინა შეიკი და 40 წლის ამერიკელი მსახიობი ბრედლი კუპერი უკვე აღარ მალავენ ურთიერთობას. მათი თაყვანისმცემლებისთვის სრულიად ნათელი გახდა, რომ მათ ვნებიანი რომანი აკავშირებთ ერთმანეთთან. შეყვარებული წყვილი ერთად გაემართა დასასვენებლად იტალიაში, Amalfi-ის სანაპიროზე და წუთითაც კი არ მოსცილებიან ერთმანეთს. წყვილი არც კი ცდილობდა თავისი გრძნობების დამალვას, ირინა შეიკი თითქმის ყოველ წუთს კოცნიდა ბრედლის, მსახიობი კი თვალსა და ხელებს ვერ აშორებდა ულამაზეს მოდელს, რომელიც უკვე მისი კუთვნილებაა. მათ საერთოდ აღარ ახსოვდათ პაპარაცების შესახებ, რომლებიც ყველგან არიან ჩასაფრებულები.. ინტერნეტში უკვე ვრცელდებოდა ჭორები ირინა შეიკის ფეხმძიმობის შესახებ-ფანატები ფიქრობდნენ, რომ მოდელი საეჭვოდ იყო გასუქებული. მაგრამ ახალი პაპარაცული ფოტებიდან ნათლად ჩანს, რომ წყვილი ახლო მომავალში არ გეგმავს შვილის ყოლას. შეგახსენებთ, რომ ირინა შეიკმა და ბრედლი კუპერმა შეხვედრები დაიწყეს ამა წლის მაისში. ამერიკელმა პაპარაცებმა მოდელი და მსახიობი ნიუ-იორკში სეირნობისას დააფიქსირეს. როგორც იცით, მანამდ ირინა შეიკი პორტუგალიელი ფეხბურთელის, კრიშტიანუ რონალდუს შეყვარებული იყო. ისინი 5 წლის განმავლობაში იყვნენ ერთად. ყველას ეგონა რომ ეს წყვილი არასოდეს არ დაშორდებოდა ერთმანეთს. ირინა და რონალდუ ერთ-ერთ ულამაზეს და სტაბილურ წყვილად ითვლებოდნენ მსოფლიოში, მაგრამ მოხდა ისე, რომ დაშორდნენ და დიდხანსაც არ დარჩენილან მარტო, ორივემ ახალი სასიყვარულო რომანი გააბეს. ახლა კი გთავაზობთ ირინა შეიკისა და ბრედლი კუპერის ვნებიან ფოტოებს იტალიის ერთ-ერთი სანაპიროდან: 2159 5-ს მოსწონს
|