x
image
ციცი
Mediator image
ნოე სულაბერიძე მინისტრთა კაბინეტის თავისეულ ვერსიას გვთავაზობს.
image
პროდიუსერი ნოე სულაბერიძე ძალიან შეწუხდა ბოლო დღეებში არაერთხელ დაანონსებული მინისტრების გადაყენება-ჩანაცვლების თემით და სოციალური ქსელის "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე მინისტრთა კაბინეტის თავისეული ვერსია შემოგვთავაზა:



"ძალიან შევწუხდი ბოლო დღეებში არაერთხელ დაანონსებული მინისტრების გადაყენება-ჩანაცვლების თემით! იმის ალბათობა თუ არსებობს რომ ყველა შეიცვალოს პირველად და უკანასკნელად, დინამოს შემადგენლობის პრინციპით, ექსკლუზიურად გთავაზობთ მინისტრთა კაბინეტის ჩემს მიერ დამუშავებულ ვერსიას, იმედია აღფრთოვანდებით!
1. საგარეო საქმეთა მინისტრი - გუგული მაღრაძე,
2. ფინანსთა მინისტრი - გუბაზ სანიკიძე,
3. განათლების მინისტრი - სოსო ჯაჭვლიანი,
4. კულტურის მინისტრი - ლუკა კურტანიძე,
5. ევროინტეგრაციის მინისტრი - ლევან ვასაძე,
6. შსს მინისტრი - რეზო ამაშუკელი,
7. ეკონომიკის მინისტრი - ნუკრი ქანთარია,
8. თავდაცვის მინისტრი - პაატა ზაქარეიშვილი
9. სოფლის მეურნეობის მინისტრი - მარკუს მეტრეველი,
10. ვიცე პრემიერი - თემურ ქეცბაია
11. პრემიერ მინისტრი-რა თქმა უნდა ნარმანია!
p.s. რამე პრეტენზია გაქვენ? "
image
კომენტარები სტატუსთან დაკავშირებით:

" ცალკე ვიცე-პრემიერის თანამდებობა არ არსებობს. რომელიმე მინისტრი ითავსებს დამატებით..."

"ზვიადაური თანამდებობის გარეშე არ უნდა დაგეტოვებინათ..."


"პრეზიდენტობა შენ გინდა და ვერ იძახი ხო??"

"კულტურის მინისტრის პოსტი დაჯავშული აქვს შუფუტინსკის(მოქალაქეობას შეიცვლის), ხოლო სოფლის მეურნეობის მინისტრად-გოგაია ხაინდრავა გვინდა(რამდენი "ოპიუმნი მაკი" შეიძლება მოიყვანოს ქართველმა გლეხმა და მომხმარებელს რას დააკლებს, გასაღების შიდა ბაზარი გარანტირებულია)..."

"ესენი დღევანდელების "დუბლები" არიან? მგონი დღევანდელი შემადგენლობა არ ჩამოუვარდება თქვენსას..."

"ხომ გითხარი ცუდ სიზმარს რომ ნახავ, დილას უძრახზე წყალს უნდა გაატანო, ანუ წყალს უთხრა, მოუშვი და უთხარი ეს თქო... შენ კი fb-ზე მიასტატისე..."

0
123
4-ს მოსწონს
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
123
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0