სხვა ყველაზე ხალებიანი გოგონა მსოფლიოში 2015, 21 აგვისტო, 8:37 ![]() ![]() ![]() მშობლები ყოველთვის ეხმარებოდნენ გოგონას გამკლავებოდა მორალურ წნეხს.მაგალითად, როდესაც სკოლაში წაიყვანეს დედა ეუბნებოდა რომ მისი დაბადებიდან მოყოლილი ხალები ანგელოზის კოცნის შედეგია, ხოლო მამა ყოველთვის იცავდა შვილს თუ ვინმე მას დასცინოდა ან აბრაზებდა. მიუხედავად იმისა, რომ მშობლები გამუდმებით იცავდნენ, გოგონას მაინც ბევრი შეურაცხყოფის და დამცირების ატანა მოუხდა.ერთ-ერთმა თანასკოლელმა ბიჭმა სასკოლო ავტობუსში მას "ხალებიანი ძაღლი უწოდა". სიერას ბავშვობიდანვე გამოუმუშავდა ძლიერი ხასიათი, არ დანებდა მუდმივ დამცირებას და დაცინვას.მას სულაც არ რცხვენია თავის სხეულის.სიერამ ამის დასამტკიცებლად საცურაო კოსტუმში გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა. ![]() ამჟამად სიერამ სკოლა დაამთავრა და ფეხსაცმლის მაღაზიაში დაიწყო მუშაობა კონსულტანტად.იგი თავს ბედნიერად გრძნობს და მადლიერია მშობლების, იმისთვის, რომ მათ ასწავლეს, თუ როგორ უნდა გაუმკლავდეს სირთულეებს. სიერა სოურინგერი მაგალითია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც საზოგადოებაში უმცირესობად თვლიან თავს და უნდა შესძინოს მათ ძალა და თვითდაჯერებულობა. ![]() 177 7-ს მოსწონს
|